Tag Archives: რესტორნის დიზაინი

რესტორანი Tusen შვედეთში

1

რესტორანი Tusen, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ რამუნდბერგეტში (შვედეთი) მდებარეობს, კომპანია Murman Arkitekter-ის პროექტია.

2
რესტორანი 125 სტუმარზეა გათვლილი და სტუმრებს ძირითადად შვედური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს.არქიტექტურული თვალსაზრისით ეს საოცარი ნაგებობა მთლიანად არყის ხის მასალით აშენდა.

3რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილშია მოწყობილი. მაგიდების უმეტესობა ფანჯრებთანაა მიდგმული, საიდანაც ულამაზესი, ხელუხლებელი ბუნების არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

4 5 6 7

ბოსნია-ჰერცოგოვინა: რესტორანი მთაში

რესტორანი Raduša ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო ტრასასთან მდებარეობს.

3

ზღვის დონიდან 1720 მეტრზე აგებული შენობიდან  მთებსა და ხეობაზე არაჩვეულებრივად ლამაზი ხედი იშლება. რესტორანი არქიტექტურულმა სტუდიამ 3LHD დააპროექტა. ამ არასტანდარტული შენობის ფასადი ფაქტობრივად მთლიანად შუშისაა და ჰარმონიულად ეხამება გარემოს.

სტუმრებისათვის რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო კერძები მზადდება, რომელთა მირთმევა საოცრად მყუდრო ინტერიერში, უზარმაზარ ბუხართან შეიძლება.

10

ინტერიერის მოსაპირკეთებლად და ავეჯის დასამზადებლად მთლიანად ადგილობრივი ხის მასალაა გამოყენებული.

11

12456789121314