Tag Archives: პილპილი

ჩინური სამზარეულო: ქათამი ბადრიჯნით

67ინგრედიენტები:

  • 800 გ ქათმის ფილე
  • 900 გ ბადრიჯანი
  • 60 მლ სოიოს სოუსი
  • 60 მლ ღვინის ძმარი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. გახეხილი კოჭა (ჯინჯერი)
  • 1 ჩ.კ. სეზამის მარცვალი
  • 2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი ან 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 1 კბ ნიორი
  • წითელი მწარე წიწაკა

მომზადება:

ქათამი დაჭერით გრძელ, წვრილ ნაჭრებად. ბადრიჯანი დაჭერით “ნახევარმთვარეებად” 🙂

ქათმის ფილეს ნაჭრები შეწვით ზეთში მაღალ ტრემპერატურაზე 12-15 წუთის განმავლობაში. თან ხშირად ურიეთ რომ არ დაიწვას. გადმოიღეთ შემწვარი ქათამი თეფშზე.

იმავე ტაფაზე მოათავსეთ ბადრიჯანი, დაუმატეთ კოჭა, ნიორი და 60 მლ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. როდეასაც წყალი ამოშრება, ბადრიჯანს დაამატეთ ზეთი და შეამცირეთ ტემპერატურა, ტაფას დაახურეთ თავსახური და ბადრიჯანი შეწვით.

ცალკე ჭურჭელში შეაზავეთ სოიოს სოუსი, ღვინის ძმარი, სეზამის მარცვლები, პილპილი, სახამებელი, შაქარი და 50 მლ წყალი.

როდესაც ბადრიჯანი შეიწვება, ჩალაგეთ ქათამი, მოასხით სოუსი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას და დატოვეთ ცეცხლზე, სანამ სოუსი არ შესქელდება. ხანდახან მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით ბრინჯის გარნირთან ერთად!

Advertisements

კარტოფილი პარმეზანით და ნივრიანი კარაქით

63

ინგრედიენტები:

  • 5 მოზრდილი კარტოფილი
  • 100 გ დარბილებული ნაღების კარაქი
  • 5 ს.კ. გახეხილი პარმეზანი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 5 კბ ნიორი
  • პილპილი
  • მარილი
  • 3 ღერი კამა

მომზადება:

კარტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. წყალი გადაასხით, კარტოფილი შეაგრილეთ და გაჭერით შუაზე.

დარბილებული კარაქი, გახეხილი პარმეზანი, არაჟანი, დანაყილი ნიორი, მარილი და პილპილი კარგად აურიეთ.

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები. თითოეულ მათგანს წაუსვით შეზავებული კარაქი. მოაყარეთ დაჭრილი კამა და შედგით 10 წუთით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

გემრიელად მიირთვით!