Tag Archives: პარმეზანი

კარამელიზებულ ხახვთან ერთად გამომცხვარი კარტოფილი

dd

ინგრედიენტები:

  • 500 გ კარტოფილი
  • 2 დიდი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 4 კბ ნიორი
  • 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 100 მლ არაჟანი (ან ნაღები)
  • 150 გ ყველი პარმეზანი
  • 150 გ საფანელი
  • 50 გ კარაქი
  • 1/2 ჩ.კ. ქონდარი
  • 6 ღერი მწვანე ქინძი
  • მსხვილი მარილი
  • 1/2 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი

მომზადება:

ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ “ნახევარმთვარეებად” დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ ცოტა მარილი და ყავისფერი შაქარი. ხანდახან მოურიეთ. კარამელიზების პროცესს დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება საშუალოზე ოდნავ დაბალ ტემპერატურაზე. ბოლოს დაუმატეთ დანაყული ნიორი, ქონდრის ნახევარი, წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი, ახლად დაფქული შავი პილპილი, არაჟანი (ან ნაღები) და კარგად აურიეთ. 

სანამ ხახვი კარამელიზდება, მრგვალ, თხელ ფენებად დაჭერით კარტოფილი და სტაფილო.

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე მოასხით ზეთი და “დააფინეთ” კარტოფილის ნაჭრები, შემდეგ ფენად – კარამელიზებული ხახვის ნახევარი, შემდეგ – სტაფილოს ნაჭრები და ისევ ხახვი.

ბოლო ფენა იქნება კარტოფილი, რომელსაც უნდა მოაყაროთ საფანელში არეული გახეხილი პარმეზანი, შავი პილპილი ქონდრის მეორე ნახევარი და ცოტა მარილი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 25-39 წუთის განმავლობაში.

dddd

გემრიელად მიირთვით!

პასტა შებოლილი ქათმის ხორცით და პარმეზანით

25ინგრედიენტები: 
  • 300 გ მაკარონი
  • 2 თავი ხახვი
  • 250 გ სოკო
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1/2 ს.კ. შავი პილპილი
  • 1 ჩ.კ. ტომატი
  • 300 გ შებოლილი ქათმის ფილე
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 100 მლ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 100 გ პარმეზანი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3-4 ღერი მწვანე ქინძი
მომზადება: 
მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი.
აირღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. ცეცხლგამძლე ჭურჭლზე მოასხით ზეითუნის ზეთი და გადაანაწილეთ მოხარშული მაკარონი.
შებოლილი ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დააწყვეთ მაკარონზე.
მოამზადეთ სოუსი: სოკო და ხახვი დაჭრით წვრილად. ნიორი დანაყეთ. კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ ერთად, დაუმატეთ სოკო, მარილი, პაპრიკა, ტომატი, შავი პილპილი, ფქვილი, დანაყილი ნიორი, დაჭრილი ხახვი, სოკო და კარგად აურიეთ.
სოუსი მოასხით მაკარონსა და ქათმს. გამოაცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
სუფრაზე მიტანის წინ დაახეხეთ პარმეზანი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ქინძი და გემრიელად მიირთვით!