Tag Archives: ოხრახუში

ღორის ხორცი კლეცკებით და ხის სოკოთი

23

ინგრედიენტები: 

  • 700 გ ღორის ხორცი
  • 2 თავი ხახვი,
  • 300 გ ხის სოკო
  • 5 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 100 მლ წითელი ღვინო
  • 4 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 100 მლ წყალი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 2-3 ღერი ოხრახუში

ინგრედიენტები კლეცკებისთვის:

  • 300 გ კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 400 გ ფქვილი
  • 50 გ კარაქი
  • მარილი

მომზადება: 

ხახვი დაჭერით წვრილად; ხის სოკო დაჭერით 2-3 ნაწილად და შემდეგ დაჩეჩეთ ხელით.

ღორის ხორცი დაჭერით 2-3 სმ ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ღვინო, წყალი და მოშუშეთ დაბალ ტემპერატურაზე.

როდესაც სითხე ამოშრება, დაუმატეთ ზეთი, დაჭრილი ხახვი და დაჩეჩილი სოკო. მოშუშეთ დაბალ ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ.

მოამზადეთ სოუსი: ტომატი, დანაყული ნიორი, წიწაკა, შაქარი და სოიოს სოუსი ათქვიფეთ კოვზით. მიღებული მასა ჩაამატეთ ხორციან ქვაბში და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

პარალელურად მოამზადეთ კლეცკები (ან ნიოკი – ინგლისურად): ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ კარტოფილის პიურე, დამდნარი კარაქი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. უნდა გამოვიდეს საკმაოდ მკვრივი, ელასტიკური ცომი.

ცომი გააბრტყელეთ 1,5 სმ სისქეზე, დაჭერით კერ სიგრძივად, შემდეგ განივად. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 2X3 სმ ნაჭრები. ჩაყარეთ პორციებად ადუღებულ მარილიან წყალში და მოხარშეთ 6-7 წუთის განმავლობაში. 

ხორცი გადმოიღეთ თეფშებზე, ზემოდან დაალაგეთ კლეცკები, მოაყარეთ ოხრახუშის ფოთლები და გემრიელად მიირთვით ცხელ-ცხელი!

😉 😉

 

ქათამი არაჟნის სოუსში

24
ინგრედიენტები:
  • 1 კგ ქათამი
  • 2 თავი ხახვი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 4 კბ ნიორი
  • 50 გ კარაქი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 300 გ არაჟანი
  • 5-6 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი
  • 1/2  ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
მომზადება: 
ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ხახვი და სოკო.
გაადნეთ კარაქი ფართო ტაფაზე, დაუმატეთ ზეთი, ძმარი და ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები. შეწვით ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში (7 წთ ერთ მხარეს, 5 წთ – მეორე მხარეს).
შემწვარ ქათამს დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და სოკოდა ამოურიეთ, შეამცირეთ ტემპერატურა მინიმუმამდე და მოშუშეთ – 30-35 წუთი საკმარისია.
არაჟანში ნელ-ნელა შეურიეთ 200 მლ თბილი წყალი, დასრესილი ნიორი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი და ათქვიფეთ. მიღებული ნაზავი დაასხით ქათმის ნაჭრებს და წამოადუღეთ.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!