Tag Archives: ნიორი

როგორ “გამოვაცხოთ” ნიორი

1

კანიანად შემწვარ ან მოხარშულ ნიორს ჩვენთან იშვიათად ამზადებენ, თუმცა ზოგიერთ ნაციონალურ სამზარეულოში ის საკმაოდ ხშირად გამოიყენება – როგორც სხვადასხვა საჭმლის (მაგ. ტაჯიკური ფლავის) ინგრედიენტად, ისე დამოუკიდებელ კერძად. 7

ამ პოსტში მინდა გაჩვენოთ, როგორ უნდა გამოაცხოთ ნიორი აირღუმელში.

დაგჭირდებათ: ზეითუნის ზეთი (ან კარაქი), მარილი, სურვილის შემთხვევაში, შავი პილპილი და ალუმინის ფოლგა.

მომზადება: 

ნიორი კანიანად კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. მოაჭერით ზედა ნაწილი – დააახლოებით 1/5.

3

დაალაგეთ ფოლგაზე და მოასხით ზეითუნის ზეთი (ან დაადეთ ნაღების კარაქის პატარა ნაჭერი).  შეგიძლიათ მოაყაროთ შავი პილპილიც. ფოლგას თავი მოუკარით, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში დაახლოებით 30-35 წუთის განმავლობაში.

მზა ნივრის კბილები დააცალკევეთ და ფრთხილად მოაშორეთ კანი. მიიღებთ კარაქისმაგვარ მასას, რომელიც შეგიძლიათ პურზე გადაუსვათ ან მიირთვათ ბრინჯთნ და ხორციან კერძებთან ერთად.

😉 😉

 

Advertisements

კარტოფილის ცხელი სალათი ბეკონით

19

ინგრედიენტები: 

  • 700 გ კარტოფილი
  • 1 თავი წითელი ხახვი
  • 3 კბ ნიორი
  • 200 გ ბეკონი
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • ზეთი

მომზადება: 

საშუალო ზომის კარტოფილი კარგად გახეხეთ, გარეცხეთ და კანიანად დაჭერით 4-4 ნაწილად. ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი 2 სანტიმეტრზე და წამოადუღეთ. პორციებად ჩაყარეთ კარტოფილი და დაბრაწეთ. ხანდახან მოურიეთ ხის კოვზით.

პარალელურად, დაჭერით ბეკონი და შეწვით უცხიმო ტაფაზე. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, დანაყული ნიორი, კარგად მოურიეთ და 2 წუთში გადმოდგით გაზქურიდან. ხახვი ოდნავ უნდა იყოს მოშუშული.

როდესაც კარტოფილი შეიწვება, გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ზეთი ჩამოიწუროს.

მოაყარეთ მარილი, ხახვის, ბეკონისა და ნივრის მიქსი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სწრაფად აურიეთ.  

გემრიელად მიირთვით!