Tag Archives: ნივრიანი არაჟანი

ქათამი არაჟნის სოუსში

24
ინგრედიენტები:
  • 1 კგ ქათამი
  • 2 თავი ხახვი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 4 კბ ნიორი
  • 50 გ კარაქი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 300 გ არაჟანი
  • 5-6 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი
  • 1/2  ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
მომზადება: 
ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ხახვი და სოკო.
გაადნეთ კარაქი ფართო ტაფაზე, დაუმატეთ ზეთი, ძმარი და ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები. შეწვით ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში (7 წთ ერთ მხარეს, 5 წთ – მეორე მხარეს).
შემწვარ ქათამს დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და სოკოდა ამოურიეთ, შეამცირეთ ტემპერატურა მინიმუმამდე და მოშუშეთ – 30-35 წუთი საკმარისია.
არაჟანში ნელ-ნელა შეურიეთ 200 მლ თბილი წყალი, დასრესილი ნიორი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი და ათქვიფეთ. მიღებული ნაზავი დაასხით ქათმის ნაჭრებს და წამოადუღეთ.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის პიურეს ბურთულები ბეკონით

8ინგრედიენტები:

  • 3 დიდი კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ ბეკონი
  • 20 გ კარაქი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • საფანელი
  • 100 გ ფქვილი
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.

ბეკონი დაჭერით წვრილ ად და მაღალ ცეცხლზე მოხრაკეთ 2-3 წუთის განმავლობაში.

მოხარშული კარტოფილი გადაიტანეთ ცალკე ჯამში, დაამატეთ კარაქი, არაჟანი და მოამზადეთ მკვრივი პიურე. დაუმატეთ შემწვარი ბეკონის ნაჭრები, შავი პილპილი, 1 კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ.

ათქვიფეთ 1 კვერცხის გული + 1 კვერცხი; ბეკონიანი პიურესგან დაამზადეთ ბურთულები და შეინახეთ მაცივარში 20 წთ ან საყინულეში 8-10 წთ; ქვაბში ჩაასხით ზეთი (2 სმ-ზე) და წამოადუღეთ.

ბურთულები ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, შემდეგ ისევ კვერცხში და ბოლოს საფანელში. ჩაყარეთ პორცია-პორცია ადუღებულ ზეთში და შებრაწეთ მაქსიმუმ 2-3 წუთის განმავლობაში. 

შებრაწული ბურთულები ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი ჩამოიწუროს და გემრიელად მიირთვით!

პ.ს. ძალიან გემრიელია ნივრიანი არაჟნის საწებელასთან ერთად 🙂