Tag Archives: ნექტარი

თაფლი – ფარაონების საკვები

პალეონტოლოგიურმა და არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ფუტკრები პირველყოფილი ადამიანის გაჩენამდე მილიონობით წლით ადრე არსებობდნენ.

honey-3

უძველესი კულტურის ძეგლების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველყოფილი ადამიანი მოიპოვებდა თაფლს, როგორც გემრიელ და ნოყიერ საჭმელს. ყველაზე ძველი ძეგლი, რომელიც ადამიანის მიერ თაფლის მოპოვებას ასახავს, ვალენსიასთან (ესპანეთი) ახლოს იპოვეს და ის ქვის ხანას ეკუთვნის. ქვაზე შემონახულია ფუტკრებდახვეული ადამიანის გამოსახულება, რომელიც თაფლს მოიპოვებს. ეგვიპტურ პირამიდებში ინახება ცნობები თაფლის, როგორც საკვები და სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ.

honey-6

3500 წლის წინ დაწერილ, ყველაზე ძველ სამედიცინო პაპირუსშიც აღნიშნულია, რომ სასარგებლოა თაფლის გამოყენება ჭრილობების სამკურნალოდ, „რათა შარდის გაშვება გამოიწვიოს“ და „კუჭის შესამსუბუქებელhoney-5საშუალებად“. ამავე პაპირუსში აღწერილია შინაგანი დაავადებები (სიმსივნის განსაკუთრებული ფორმების), რომელთა მკურნალობისას თაფლი და თაფლიანი საფენები გამოიყენებოდა. სხვა ძველეგვიპტურ სამედიცინო პაპირუსში თაფლით ჭრილობების მკურნალობის შესახებ ბევრი საინტერესო ცნობაა მოცემული.

თაფლის მომპოვებელი ცალკე ხელობაც იყო. ისინი იცავდნენ მსხვილ, ფუღუროებიან ხეებს ან თავად თხრიდნენ ფუღუროს, რათა ფუტკრებისთვის თაფლის შესაგროვებელი ადგილი მიეცათ. თაფლის მომპოვებელს უნდა შეძლებოდა მაღალ ხეებზე ცოცვა, ფუტკრებთან „კეთილმეზობლური ურთიერთობის“ შენარჩუნება და მათი ჩვევებიც კარგად უნდა ცოდნოდა.

უძველესი მოაზროვნეები თაფლის შესახებ

უძველეს საბერძნეთში თაფლი ბუნების უძვირფასეს საჩუქრად მიიჩნეოდა. ბერძნებს სჯეროდათ, რომ მათი ღმერთები უკვდავებას ამბროზიის – თაფლის შემცველი ღმერთთა საკვების მიღებით აღწევდნენ. ისინი ღმერთებს თაფლწასმულ ხილს სწირავდნენ.

homer-iliada-odissey

დაახლოებით 3000 წლის წინ ჰომეროსი თაფლის შესანიშნავ თვისებებს „ილიადასა“ და „ოდისეაში“ უმღეროდა. იგი „ილიადაში“ დაწვრილებით აღწერს, როგორ ამზადებდა აგომედა ბერძენი მეომრებისთვის გამაგრილებელ სასმელს –

honey-2

კიკეონს. მათემატიკის მამა პითაგორა ამტკიცებდა, რომ ღრმა სიბერეს – 90 წელს თაფლის უხვად მიღების წყალობით მიაღწია.

უდიდესმა ფილოსოფოსმა დემოკრიტემაც, რომელიც საკვებად თაფლს იღებდა, ხანგრძლივი სიცოცხლე განვლო. ხოლო კითხვაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, დემოკრიტე ჩვეულებრივ პასუხობდა: „ამისთვის შიგნეული თაფლით, ზედაპირი კი ზეთით უნდა განოყივრდეს“.

გენიალური ექიმი და მოაზროვნე, რომელიც დაახლოებით 2500 წლის წინ ცხოვრობდა, თაფლს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ წარმატებით იყენებდა, თავად კი საკვების სახით იღებდა. ექიმი ამბობდა: „სხვა საკვებთან ერთად მიღებული თაფლი ნოყიერია და სახის კანს კარგ ფერს აძლევს“. ლეგენდა გვიამბობს, რომ ჰიპოკრატეს საფლავზე დასახლდა ფუტკრების ოჯახი, რომლებიც განსაკუთრებული ხარისხის თაფლს ამზადებდნენ. ამან თითქოს თაფლით განკურნების იმედით აღვსებული ხალხის მასობრივი მსვლელობები გამოიწვია ჰიპოკრატეს საფლავისკენ.

hippocrates-tomb-Lar

არისტოტელე ამტკიცებდა, რომ თაფლს რაღაც განსაკუთრებული თვისებები აქვს, რაც ჯანმრთელობის გაძლიერებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

Julius-Ceasarიულიუს ცეზარმა სენატორ პუბლიუს რუთილიუსთან რუფუსთან სადილზე ყოფნისას, რომელზეც ეს უკანასკნელი 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა, კითხა მასპინძელს, რა საშუალებას იყენებდა სხეულისა და სულიერი ძალების შესანარჩუნებლად და პასუხად მიიღო: „შიგნით თაფლი, გარეთ ზეთი“.

სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის თაფლის საკვებად გამოყენებას ავიცენაც ქადაგებდა. იგი ამბობდა: „თუ ახალგაზრდობის შენარჩუნება გინდა, აუცილებლად ჭამე თაფლი“. ავიცენა მიიჩნევდა, რომ 45 წლის ასაკის ზევით აუცილებელია თაფლის სისტემატური მიღება, განსაკუთრებით ბევრი ცხიმების შემცველ, დანაყილ ბერძნულ კაკალთან ერთად.

უძველესი ინდუსები თაფლს მრავალ სხვადასხვა სამკურნალო თვისებას მიაწერდნენ. მათი წამალი „ალტერანტია“, რომელიც ადამიანს „სიამოვნებას ანიჭებდა“ და „ახალგაზრდობას უნარჩუნებდა“, ძირითადად თაფლისგან იყო მომზადებული.

მომწამლავი ან „მათრობელა“ თაფლი

ძველი ბერძენი სარდალი და მწერალი ქსენოფონტე ათენელი მცირე აზიიდან ბერძენი მეომრების უკანდახევის შესახებ წერისას დაწვრილებით ჩერდება ეპიზოდზე, რომელშიც კოლხიდაში თაფლის ჭამამ ჯარისკაცები ავად გახადა.Xenophon-of-Athens

„ირგვლივ უჩვეულოდ ბევრი ფუტკრის სკა იდგა, ჯარისკაცები, რომლებიც ფიჭის თაფლს ჭამდნენ, გონებას კარგავდნენ, გულისრევა და ფაღარათი ეწყებოდათ; ფეხზე ერთი მათგანიც ვერ გაჩერდა. ვინც ბევრი ჭამა, გიჟებივით იყვნენ, რამდენიმე მეომარი კი სიკვდილის პირას იყო. მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ არავინ მომკვდარა და ავადმყოფები ზუსტად იმ საათს მოვიდნენ გონს, რომელზეც წინა დღეს თავი ცუდად იგრძნეს. მესამე და მეოთხე დღეს ისინი ფეხზეც წამოდგნენ, მხოლოდ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ბევრი წამალი დაელიათ“.

1877 წელს შხამიანი თაფლი ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოაჩინეს, სწორედ იმ ადგილების ახლოს, სადაც ზემოთ აღწერილი შემთხვევა მოხდა. ამ რაიონის მეფუტკრეები იძულებულნი იყვნენ, მხოლოდ ცვილი გამოეყენებინათ, რადგან ამ თაფლის საკვებად მიღება თავბრუსხვევას, გულისრევას და სიმთვრალის მსგავს შეგრძნებებს იწვევდა.

თაფლის შხამიან თვისებებს ამ ადგილებში მოყვავილე დიდი ოდენობით დეკას (როდოდენდრონი) მიაწერდნენ, რომლის ნექტარშიც გლუკოზიდ ანდრომედოტოქსინი იქნა აღმოჩენილი.

Rhododendron

მაქსიმ გორკი „ადამიანის დაბადებაში“ წერდა:

„ძველი წიფლებისა და ცაცხვის ფუღუროებში შეიძლება მათრობელა თაფლის პოვნა, რომელმაც უძველეს დროში კინაღამ დაღუპა დიადი პომპეუსის მეომრები, თავისი მათრობელა სიტკბოებით მოცელა რკინის რომაელების მთელი რეგიონი. ფუტკრები მას დაფნისა და იელის ყვავილებისგან აკეთებენ“.

honey-7კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზოგიერთი შხამიანი მცენარიდან ფუტკრებს მომწამვლელი ნივთიერებები თაფლში გადააქვთ. დადგენილია, რომ იელის, აკონიტის, ანდრომედასა და ზოგიერთი სხვა მცენარის ნექტარისგან დამზადებულ თაფლს მომწამლავი თვისებები აქვს. თავად ფუტკრებს კი ამ შხამიანი თაფლისგან ზიანი არ ადგებათ.

შხამიან თაფლს მათრობელა თაფლსაც ეძახიან, რადგან მისი ჭამის შემდეგ ადამიანს თავბრუსხვევა, გულისრევა, კრუნჩხვები ეწყება და გარეგნულად მთვრალს გავს.

ლიტერატურაში მოხსენიებულია შემთხვევებიც, როცა შხამიანი მცენარეების – ლენცოფას, ფუტკარას, ოლეანდრისა და სხვების ნექტარისგან დამზადებული თაფლი ადამიანებისთვის სრულიად უვნებელი აღმოჩენილა.

honey-8

თაფლი: შემადგენლობა, თვისებები, სახეობები

დღევანდელ პოსტში თაფლის შემადგენლობაზე, თვისებებსა და სახეობებზე მოგიყვებით.

HoneySpoon

ფუტკრები თაფლს ნექტრის ან ცვარტკბილისგან ამზადებენ. ამ დროს ფუტკრების ორგანიზმში რთული გარდაქმნები მიმდინარეობს. თაფლი თითქმის მთლიანად მცენარეების ნექტარისგან შედგება, ფუტკრის ორგანიზმიდან მასში მხოლოდ ზოგიერთი კომპონენტი ხვდება. თაფლის შემადგენლობაში დაახლოებით 300 სხვადასხვა ნივთიერებაა, მისი ძირითადი შემადგენელი კი უბრალო შაქრები – ფრუქტოზა და გლუკოზაა.

თაფლს ურთულესი ქიმიური შემადგენლობა აქვს. ის შეიცავს დაახლოებით 20% წყალს და 80% მშრალ ნივთიერებებს, საიდანაც 35%-ია ყურძნის შაქარი და 40% კი ხილის. გარდა ამისა, თაფლში შედის საქაროზა (1,3-5%), მალტოზა (5-10%), დესკტრინები (3-4%). ცილოვანი ნივთიერებები ყვავილის თაფლში 0,04-0,29%-ია, ხოლო ცვარტკბილის თაფლში – 0,08-0,17%. თაფლში დაახლოებით 20 დასახელების ამინომჟავა შედის.

W0076EC6

გაცხელების დროს თაფლის გამუქება გამოწვეულია ამინოშენაერთების მონოსაქარიდებთან რეაქციაში შესვლით. ამ დროს მუქად დაფერილი შენაერთები (მელოკონდინები) წარმოიქმნება.

თაფლში ვაშლის, რძის, ღვინის, მჟაუნის, ლიმონის, ქარვისა და სხვა მჟავები შედის. ყვავილის თაფლის მჟავიანობა (ph) 3,78-ს შეადგენს, ცვარტკბილას თაფლის კი – 4,57-ს. ყვავილის თაფლში გაცილებით ნაკლები (0,14%-მდე) მინერალური ნივთიერებებია, ვიდრე ცვარტკბილას თაფლში (1,6%). თაფლში შედის ფერმენტები – ინვერტაზა, დიასტაზა, კატალაზა, ლიპაზა და სხვ. ვიტამინებიდან თაფლში გვხვდება B1, B2, B3, პანთოტენის (B5),  ნიკოტინის (PP) და ასკორბინის (C) მჟავა და სხვ.

ნატურალურ თაფლად მიიჩნევა ფუტკრების გადამუშავებული შაქრის თაფლი, ასევე ტკბილი ხილისა და ბოსტნეულის წვენისგან დამზადებული და ხელოვნური თაფლი.

თაფლის დასახელება დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, რომლისგანაც შეგროვილია ნექტარი, მაგალითად, წიწიბურას, მზესუმზირას, ესპარცეტის, ძიძოს, ცაცხვის, აკაციის, მანანას და ა.შ. ასეთ თაფლს მონოფლორული ეწოდება.

Honey-1

თაფლში შესაძლოა სხვა წარმოშობის მინარევებიც იყოს. მაგალითად, მზესუმზირას თაფლში ზოგჯერ იონჯას მინარევი გვხვდება. მინარევები უმნიშვნელო რაოდენობით თაფლის ხარისხზე ზემოქმედებას ვერ ახდენს. სხვადასხვა მცენარეების ნექტრისგან დამზადებულ თაფლს პოლიფლორული ეწოდება. თაფლის სახეობის დასახელება შესაძლოა მისი შეგროვების ადგილზე ან სავარგულზე იყოს დამოკიდებული, მაგალითად, კარპატების, შორეული აღმოსავლეთის, ტბის, ტყის და ა.შ.

თაფლის შეფერილობა ღია მოყვითალოდან დაწყებული მუქ ყავისფრამდეა და დამოკიდებულია მის დასამზადებულად გამოყენებულ მცენარეებზე. ფერის მიხედვით თაფლის სორტების სამ ჯგუფს გამოყოფენ: ღია, ზომიერად შეფერილი და მუქი. მუქი თაფლი ღია ფერის თაფლზე უფრო სასარგებლოა, რადგან მასში მეტი მინერალები და სხვა სასარგებლო ნივთიერებებია.

ნექტარის თაფლად გადაქცევა ჯერ კიდევ ფუტკრის ორგანიზმში იწყება. ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, არომატულ და სხვა ნივთიერებებს ფუტკრები მცენარეებიდან სკების ცვილის ფიჭებში „ეზიდებიან“. უამრავი ფუტკარი მუშაობს როგორც ნექტრის შეგროვებასა და ფიჭამდე მიტანაზე, ისე სკაში მის გადამუშავებაზე.

ნექტრიდან თაფლის მისაღებად ფუტკრები აცლიან მას წყალს, ურევენ ფიჭებში და ფერმენტებით ამუშვებენ. ამის შედეგად პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა იცვლება. წყლის ძირითადი მასა ნექტრიდან პირველივე დღეს ქრება.

Honey_bee_on_blue_flower

მზა თაფლს ფუტკრები უჯრედებში ცვილის თავსახურებით ბეჭდავენ. თაფლის ასაკი და ამოღების ვადებიც ამ ნიშნით დგინდება. დაუბეჭდავი თაფლი მომეტებულად წყლიანია და ბევრ დაუხლეჩავ საქაროზას შეიცავს, რაც მის ხარისხს აუარესებს. „დაუმწიფებელი“ თაფლის შენახვა დიდხანს არ შეიძლება.

თაფლის მთლიანი მასის 4/5 ბუნებრივი შაქარი – გლუკოზა და ფრუქტოზა, ნაცრის ელემენტები, ფერმენტები, ორგანული მჟავები, აზოტისშემცველი შენაერთები, ვიტამინები, არომატული, ბიოლოგიურად აქტიური და სხვა ნივთიერებებია. წყლის შემცველობა უმეტესი სორტის მოწეულ თაფლში დაახლოებით 18%-ია (მისი მოგროვების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაძლოა 15-დან 25%-მდე მერყეობდეს). ახალგაზრდა თაფლში წყალი 22%-ზე მეტია.

ბუნებრივი შაქრები – გლუკოზა და ფრუქტოზა თაფლის მთავარი შემადგენლებია. თაფლის მაღალხარისხიანი სორტები დაახლოებით 75% უბრალო შაქრებს (დაახლოებით 35% გლუკოზა და 40% ფრუქტოზა) შეიცავს. მათი შეფარდება თაფლის ფიზიკურ თვისებებს განსაზღვრავს: გლუკოზის შემცველობის ზრდა თაფლის კრისტალიზაციის უნარს ზრდის, ფრუქტოზის შემცველობის მომატებისას კი ის უფრო ტკბილი და უფრო ჰიგროსკოპული ხდება.

sun-hive-landing-board

სხვადასხვა მცენარის არომატული ნივთიერებები სკებში ნექტართან ერთად ხვდება და მოწეულ თაფლს თავისებურ გემოს ანიჭებს. თუ თაფლს მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში არ შეინახავთ, არომატული ნივთიერებები ნელნელა აორთქლდება და მათი სურნელი შესუსტდება.

თაფლს გარკვეულ გემოს ორგანული მჟავებიც აძლევს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ლიმნის, ვაშლისა და რძის მჟავები.

თაფლში ბევრი ვიტამინი არ არის, მაგრამ მათი ეს უმნიშვნელო შემცველობაც კი სხვა კომპონენტებთან ერთად ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

თაფლი სკიდან ამოღების შემდეგ, გარკვეულ დროში, კრისტალიზდება (შაქარი კრისტალებად იქცევა). თაფლის კრისტალირების თვისებასა და მისი სისწრაფეზე გლუკოზისა და ფრუქტოზის შეფარდება მოქმედებს. თაფლში რაც მეტია გლუკოზა, მით უფრო სწრაფად იწყებს და მიმდინარეობს კრისტალიზაცია ანუ ჩაშაქრება, რომელიც თაფლს სასარგებლო თვისებებს არ უკარგავს.

Honey-4

თაფლის მდგრადობა ტემპერატურისადმი სუსტია. გაცხელებული პროდუქტი საკვებ და სამკურნალო ნივთიერებებს თითქმის სრულად კარგავს და ჩვეულებრივ ტკბილ სუბსტანციად იქცევა. ამ დროს ბაქტერიციდულ თვისებებსა და არომატსაც კარგავს. სითბო თაფლს ფერსაც უცვლის – ის უფრო მუქი, ზოგჯერ ყავისფერიც კი ხდება. რაც უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია თაფლის გაცხელების პროცესი, მისი თვისებებიც მით უფრო უარესდება. ამიტომაც უკიდურესი საჭიროების გარდა მისი გაცხელება რეკომენდებული არ არის.

ამა თუ იმ სორტის თაფლის არომატი განპირობებულია ნექტართან ერთად შერეული სხვადასხვა ნივთიერებებით (120 დასახელება). ნექტარში არომატული ნივთიერებების შეფარდება სხვადასახვა თაფლოვანი მცენარეებისთვის განსხვავებულია. მაგალითად, ფუტკრების მიერ შაქრის სიროფისგან, ნექტრის შერევის გარეშე მიღებულ თაფლს არომატი საერთოდ არ აქვს.

Honey-2

თაფლის სიბლანტე ტემპერატურაზეა დამოკიდებული. +30-დან +200C-მდე გაცივება თაფლის სიბლანტეს 4-ჯერ ზრდის.

თაფლს ბაქტერიციდული ქმედება აქვს, ის ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს, ქსოვილების რეგენერაციას აჩქარებს, ასევე, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, გამწოვი და მატონიზირებელი ქმედება. თაფლი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, აწესრიგებს ძილს, ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ ძალებს და ა.შ. დადგინდა, რომ ფუტკრები თაფლის დამზადების პროცესში მასში მათივე გამომუშავებულ ნივთიერება ინჰიბინს ამატებენ, რაც თაფლს სრულიად სტერილურ პროდუქტად აქცევს. ხელოვნურ, შაქრისგან მიღებულ თაფლს ნატურალური თაფლისთვის დამახასიათებელი სამკურნალო თვისებების არ გააჩნია.

გარეგანი გამოყენებისას თაფლი ყველა მიკრობს, სტაფილოკოკებს და სხვ. ანადგურებს. პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ექიმები თაფლს სახვევების დადებისას იყენებდნენ. ასეთი სახვევი კანს არასდროს ეკრობოდა და ის ახალი ეპითელით მალევე იფარებოდა. ფიჭის თაფლით შეიძლება თვალის კატარაქტის მკურნალობა, რადგან თაფლი მისი გამოყენების ადგილას სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, რაც ქსოვილების გაწმენდას უწყობს ხელს.

Honey-5

შინაგანი გამოყენების დროს თაფლი უძლიერესი ენერგეტიკული მკვებავის როლს ასრულებს, რადგან მას ადამიანის ორგანიზმი 100%-ით ითვისებს. სპორტსმენებს შეჯიბრამდე გარკვეული დროით ადრე 200 გრამი თაფლის მიღების რეკომენდაციას აძლევენ.

თაფლი სპირტების ნეიტრალიზებას ახდენს. მისი მეშვეობით შეიძლება ალკოჰოლიზმისგან განკურნებაც, თუ ადამიანს ყოველ ნახევარ საათში ერთ სუფრის კოვზ თაფლს მივცემთ. ამასთან სპირტიანი სასმელისადმი ზიზღიც ყალიბდება და ალკოჰოლიზმი განკურნებულად შეიძლება მივიჩნიოთ.

კბილებისა და მთელი პირის ღრუსთვის ფიჭის თაფლის გულდასმით და დიდხანს, თაფლის გემოს გასვლამდე ღეჭვა ძალიან სასარგებლოა. ეს კარიესის, სტომატიტებისა და გინგივიტების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

Honey-6