Tag Archives: მწვანე ხახვი

ღორის ხორცის ფარში ოსპით და ბრინჯით

23

ინგრედიენტები:

  • 150 გ ოსპი
  • 500 გ ღორის ფარში
  • 100 მლ ღვინო
  • 2 თავი ხახვი
  • 13-15 ღერი მწვანე ქინძი
  • 300 გ ბრინჯი
  • 1 ს.კ. წითელი წიწაკა
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 3 ს.კ. ტომატი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 50 გ კარაქი
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი
  • ზეთი
  • 200 მლ წყალი

მომზადება:

ოსპი დაალბეთ წყალში 7-8 საათის განმავლობაში და მოხარშეთ მარილიან წყალში. ოსპი საკმაოდ დიდხანს იხარშება, ამიტომ დაახლოებით 2-3 საათი მაინც დასჭირდება. 

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე. ცხელ ბრინჯს დაუმატეთ კარაქი და აურიეთ.

პარალელურად, დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. დაამატეთ ღორის ხორცის ფარში, წიწაკა, დანაყული ნიორი, ხმელი ქინძი, ღვინო, მოხარშული ოსპი და 100 მლ წყალი, აურიეთ და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 20-22 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, ტომატი, მარილი, დარჩენილი 100 მლ წყალი, კარგად მოურიეთ, წამოადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან.

ბრინჯი გადმოიღეთ თეფშებზე, დაამატეთ  ოსპისა და ფარშის ჩაშუშული; მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ქინძი და გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის “ნავები”

11

ინგრედიენტები 6 პორციისთვის:

  • 6 დიდი კარტოფილი
  • 100 გ ბეკონი
  • 6 კვერცხი
  • 120 გ ყველი ჩედარი
  • 2-3 ღერი მწვანე ხახვი
  • 30 გ ნაღების კარაქი
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გახეხეთ. თითოეული მათგანი დაჩხვლიტეთ 2-3 ადგილას, კოვზით წაუსვით ზეითუნის ზეთი, შეახვიეთ ალუმინის ფოლგაში და დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე.  გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში დაახლოებით 50-60 წუთის განმავლობაში (რაც უფრო დიდია კარტოფილი, მით მეტი დრო სჭირდება).

სანამ კარტოფილი აირღუმელშია, დაჭერით წვრილად ბეკონი და ხახვი, გახეხეთ ჩედარი, კარაქი გაყავით 6 ნაწილად.

კარტოფილი გამოიღეთ აირღუმელიდან და ოდნავ შეაგრილეთ; მოაშორეთ ფოლგა, მოაჭერით ზედა ნაწილი (დაახლოებით 1/4) და კოვზით ამოიღეთ გული.

თითოეულ კარტოფილში ჩადეთ კარაქის ნაწილი, მოაყარეთ გახეხილი ჩედარი, ცოტა ბეკონი. ჩაახალეთ თითო კვერცხი. ზემოდან კიდევ მოაყარეთ ცოტა ბეკონი, ყველი, დაჭრილი ხახვი, მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი.

12

კარტოფილის “ნავები” შეაბრუნეთ გახურებულ აირღუმელში 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!