Tag Archives: მოხარშული კვერცხი

სპაგეტისა და ბოსტნეულის სუპი

101_0997

ინგრედიენტები 4 პორციისთვის:

  • 4 კვერცხი
  • 1 სტაფილო
  • 2 კიტრი
  • 160 გ ყველი
  • 100 გ სპაგეტი
  • 1 ლ ბულიონი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი
  • 1  დაფნის ფოთოლი
  • 10 გ კარაქი

მომზადება: 

ქათმის ან საქონლის ხორცის ბულიონში ჩადეთ მთლიანი ხახვი, 2 კბ ნიორი, ნაღების კარაქი და დაფნის ფოთოლი, დაუმატეთ მარილი და წამოადუღეთ.

ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ სპაგეტი და მოხარშეთ.

როდესაც სპაგეტი მოიხარშება, მოხარშული ხახვი, ნიორი და დაფნა შეგიძლიათ ამოიღოთ ქვაბიდან – ეს პროდუქტები სუპისთვის აღარ არის საჭირო.

101_0985

კვერცხი მოხარშეთ, დაჭერით ყველი, კიტრი და სტაფილო. ინგრედიენტები გაყავით ოთხ ნაწილად (4 პორციისთვის). 

ღრმა თეფშში ჩააწყვეთ ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაჭრილი ყველი, კიტრი და სტაფილო, 1 ს.კ. არაჟანი.

101_0988

თეფშებში გადაიტანეთ სპაგეტის ცხელი სუპი და ფრთხილად მოურიეთ, რომ კვერცხი არ ჩაიშალოს.

გემრიელად მიირთვით!

101_1000

 

ბლინის ხვეულა შებოლილი თევზით

80ინგრედიენტები:

  • 350 გ ფქვილი
  • 400 მლ რძე
  • 5 კვერცხი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 300 გ შებოლილი თევზი
  • 5-6 ღერი ოხრახუში
  • ზეთი
  • შებოლილი “დაჩეჩილი ყველი” ბლინების შესაკრავად

მომზადება:

თავიდან მოამზადეთ ცომი: 3 კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად, შეურიეთ ზეთი და თბილი რძე.

რძისა და კვერცხის ნარევს ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. ცომი დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ გულსართი: შებოლილ თევზს მოაცილეთ კანი და ფხები. ხორცი წვრილად დაჭერით. ასევე წვრილად დაჭერით გარეცხილი და გამშრალი ოხრახუში. 

დარჩენილი 2 კვერცხი მოხარშეთ, გააცივეთ და დაჭერით.

დაჭრილი თევზი, მწვანილი და კვერცხი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და კარგად აურიეთ.

გაადნეთ ნაღების კარაქი, გამოაცხვეთ ბლინები და შეაგრილეთ. თითოეულ მათგანზე დაალაგეთ გულსართი, გადაახვიეთ და შეკარით შებოლილი ყველის “ლენტებით”.

გემრიელად მიირთვით!