Tag Archives: მიწის თხილი

ბანანი შოკოლადში

65

ინგრედიენტები:

  • 2 ბანანი
  • 100 გ მწარე შოკოლადი
  • 200 გ მოხალული მიწის თხილი

მომზადება:

ბანანები დაჭერით 3-3 ნაწილად; შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში; მიწის თხილი მოხალეთ, მოაცილეთ კანი და დაჭერით.

ბანანის თითოეული ნაჭერი წამოაცვით ხის ჩხირებზე და ჯერ ამოავლეთ შოკოლადში, ხოლო შემდეგ დაჭრილ მიწის თხილში (მიწის თხილის ნაცვლად ან თხილთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ფანტელი).

შოკოლადსა და თხილში ამოვლებული ბანანები დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე და შედგით საყინულეში 10-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ტრაიფლი ბანანით

98

ინგრედიენტები 4 პორციისთვის:

  • 250 მლ რძე
  • 2 ს.კ. ვანილის შაქარი
  • 2 ჩ.კ. სახამებელი (უმჯობესია სიმინდის)
  • 3 კვერცხის გული
  • 150 მლ ნაღები (საშუალო ცხიმიანობის)
  • 2 ბანანი
  • 130 გ ბისკვიტი
  • 100 მლ ცივი ყავა
  • 2 ს.კ. კონიაკი

მომზადება:

200 მლ რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. დარჩენილი რძეს შეურიეთ სახამებელი, ვანილის შაქარი და კვერცხის გული; კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა ჩაასხით ცხელ რძეში. ხარშეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, თან მუდმივად ურიეთ, სანამ ნარევი არ შესქელდება.

კრემი გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე და შეაგრილეთ. 

ნაღები ათქვიფეთ მიქსერით; ბანანი დაჭერით თხელ რგოლებად; ყავას შეურიეთ კონიაკი და მოასხით ბისკვიტს.

მაღალ ბოკალში ჩაალაგეთ ინგრედიენტები შემდეგი თანამიმდევრობით: ჯერ ბისკვიტი ყავა, შემდეგ ვანილის კრემი, ბანანები და ნაღები. გაიმეორეთ ფენები კიდევ ერთხელ (თუ ბოკალი საშუალებას გაძლევთ). ბოლო ფენას მოაყარეთ თხლად დაჭრილი მიწის თხილი ან ნუში და ყავის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!