Tag Archives: მაკარონის მომზადება

მაკარონი ძეხვით და ყველით

5-2

ინგრედიენტები: 

  • 100 გ შებოლილი ცხიმიანი ძეხვი
  • 120 გ მაკარონი
  • 1 დიდი პომიდორი (ამ 3 ს.კ. ტომატი)
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • მარილი

მომზადება: 

მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი.

ძეხვი დაჭერით წვრილად და შებრაწეთ. ხახვი დაჭერით წვრილად, დაამატეთ იმავე ტაფაზე, სადაც ძეხვი შეიწვა და მოშუშეთ (ძეხვის ცხიმში).

როდესაც ხახვი შეწითლდება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მარილი, არაჟანი, დასრესილი ნიორი, ცოტა წყალი და კარგად აურიეთ. 5 წუთში დაუმატეთ მოხარშული მაკარონი, კიდევ რამდენიმე წუთში დაახეხეთ პარმეზანი და გადმოდგით გაზქურიდან.

გემრიელად მიირთვით!

მაკარონის ცხარე “ტორტი”

17

ინგრედიენტები:

  • 300 გ მსხვილი მაკარონი;
  • 2 დიდი პომიდორი;
  • 100 გ პარმეზანი;
  • 2 ს.კ. საფანელი;
  • 2-3 კარტოფილი;
  • 1 ხახვი;
  • 2 კვერცხი;
  • 3 ღერი მწვანე ქინძი;
  • 1 კბ ნიორი;
  • 1,5 ს.კ. წითელი წიწაკა;
  • 1 ლ ქათმის ბულიონი (ბულიონის ბრიკეტებით);
  • ზეთი;
  • მარილი.

მომზადება:

მაკარონი მოხარშეთ მარილიან ბულიონში; გადაწურეთ თუშფალანგზე.

კარტოფილი დაჭერით მრგვალ, თხელ ნაჭრებად; კვერცხს დაუმატეთ ცოტა მარილი და მოთქვიფეთ, დაუმატეთ ნახევარმთვარეებად ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მოურიეთ;

პომიდორი გათალეთ, დაჭერით და შეურიეთ ერთად დანაყული ნიორი, წითელი წიწაკა, მარილი და მწვანე ქინძი.

პარმეზანი გახეხეთ წვრილპირიან სახეხზე, შეურიეთ საფანელი და ხელით გააფხვიერეთ.

ტაფაზე ან ცეცხლგამძლე ჭურჭელზე დაასხით ცოტა ზეთი, დაალაგეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და მოასხით ათქვეფილი კვერცხისა და ხახვის მასა. შემდეგი ფენა იქნება ნივრიან-ქინძიანი პომიდორის 2/3, რომელზეც დააწყობთ მაკარონს, ბოლოს კი მოასხამთ დარჩენილ 1/5 პომიდორს.

როდესაც მაკარონის “ტორტი” გამოცხვება, მოაყარეთ საფანელში შერეული ყველი.

გემრიელად მიირთვით!