Tag Archives: მაიონეზი

ქათმისა და სოკოს სალათი

48ინგრედიენტები:

  • 300 გ სიმინდი
  • 300 გ სოკო
  • 100 გ ხახვი
  • 150 გ სტაფილო
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 2 კვერცხი
  • 5-6 ღერი კამა
  • მარილი
  • 200 გ მაიონეზი
  • ზეთი

მომზადება:

ქათმის ფილე მოხარშეთ, ცოტა შეაგრილეთ და დაჭერით.

კვერცხი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დაჭერით წვრილად, სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად.

დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში 8-10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ სოკო და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. ხშირ-ხშირად ურიეთ.

მოშუშული სოკო, ხახვი და სტაფილო, დაჭრილი ქათმის ფილე და გახეხილი კვერცხი გადაიტანეთ ჯამში. შეურიეთ სიმინდი, მოაყარეთ მარილი და შეაზავეთ მაიონეზით.

მზა სალათს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

გემრიელად მიირთვით!

ქათმის ფილე სოკოთი და ნივრიანი სოუსით

86ინგრედიენტები:

500 გ ქათმის ფილე

200 გ ქამა სოკო

100 გ არაჟანი

150 გ მაიონეზი

4 კბ ნიორი

20 გ მწვანე ქინძი

1 პატარა სტაფილო

მომზადება:

ქათმის ფილე დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

სოკოც დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში.

სოკო ამოალაგეთ ცალკე ჭურჭელზე, ბულიონი შეინახეთ.

1 ს.კ. სახამებელი გახსენით 3 -4 კოვზ სოკოს შეგრილებულ ბულიონში, დაამატეთ კიდევ 100 მლ ბულიონი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და შეაგრილეთ.

მოამზადეთ სოუსი: მაიონეზი ათქვიფეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი, შეაზავეთ დასრესილი ნიორით. თუ საჭიროა, დაუმატეთ მარილიც. ჩაყარეთ მოხარშული სოკოს ნახევარი. 

სოკოს მეორე ნახევარი მოშუშეთ ცხიმიან ტაფაზე სტაფილოსთან ერთად 10 წუთის განმავლობაში.

ჭურჭელში ჩაასხით სოუსი, ჩააწყვეთ ქათმის ფილეს ნაჭრები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი, ასევე მოშუშული სოკო და სტაფილო.

გემრიელად მიირთვით!