Tag Archives: ლონდონი

მაკდონალდსის რესტორანი ლონდონში

1

ლონდონის McDonald’s-ის ფლაგმანური რესტორანი, რომელიც ქალაქის ცენტრში, ოქსფორდ-სთრითზე მდებარეობს, უჩვეულო დიზაინითა და კონცეფციით გამოირჩევა.4

რესტორნის დიზაინის პროექტმა, რომელიც კომპანია SHH-ს ეკუთვნის, უამრავი ჯილდო დაიმსახურა.

რადიკალურად ახალი კონცეფციის სამსართულიანი რესტორანი მომხმარებლის სწრაფად მომსახურებაზეა ორიენტირებული. პირველი სართულიდან, სადაც შეკვეთების მიღება ხდება, დერეფნის გავლით მეორე სართულზე შეიძლება ასვლა. დერეფანს მარჯვენა მხრიდან წითელი შუშის კედელი აქვს, რომლის მორბენალ სტრიქონზეც “მაკდონალდსის” სლოგანები ისახება.

2

3

მთლიანობაში რესტორანი სამ ბლოკად არის გაყოფილი, რომელთაგან თითოეულს თავისი სტილი და დანიშნულება აქვს. სარდაფში სასადილო ზონაა მოწყობილი – აქ სტუმარს შეუძლია წყნარ ატმოსფეროში მიირთვას და დაისვენოს.

5

პირველ სართულზე ექსპრეს მომსახურებაა, ამიტომ ვისაც ეჩქარება, აქ შემოდის.

3

რაც შეეხება რესტორნის მეორე სართულზე განლაგებულ დარბაზს, ის McDonald’s-ის რესტორნების სპეციფიკის რადიკალური ცვლის ნიმუშია. დარბაზში მოწყობილია ბარი, რომელსაც ფლირტ-ბარს უწოდებენ. ის მეგობრების წრეში დროის გასატარებლად თუ ახალი ნაცნობების შესაძენად მოსული თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილია. აქვე დამონტაჟებულია ტელევიზორები და Playstation 2-ის მიმღებები.

6

7

8 9

იტალიელი მზარეული ლონდონში

Locatelli02

რესტორან Locanda Locatelli-ს შესასვლელში მუდმივად ირევიან პაპარაცები, რადგანაც იქ ძალიან ხშირად ვახშმობენ ვიპ პერსონები. ლონდონში  იტალიის პატარა კუნძულის მონახულების მსურველები იმდენად ბევრნი არიან, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი რესტორანში ადგილს ჩასვლამდე 30 დღით ადრე ჯავშნიან.

Locanda Locatelli ცნობილ იტალიელ შეფ-მზარეულს, კულინარიული ბესთსელერების ავტორსა და სელებრითი შეფ-მზარეულს – ჯორჯო ლოკატელს ეკუთვნის, რომელმაც თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთება და მსოფლიოს საუკეთესო მზარეულთა შორის თავის დამკვიდრება მოახერხა.

Locatelli01

ჯორჯო ლოკატელი იტალიის პატარა ქალაქ კორჟემოში დაიბადა, სადაც მის ოჯახს – ლოკატელის მზარეულთა დინასტიას რესტორანი La Cinzianella აქვს გახსნილი, რომელიც მიშელინის ვარსკვლავითაა დაჯილდოებული. ასე რომ, მსოფლიო გასტრონომიის მომავალი ვარსკვლავი სამზარეულოს ამბებში ბავშვობიდან იყო ჩახედული.

ოჯახურ რესტორანში პირველი გამოცდილების მიღების შემდეგ  იგი საფრანგეთში სტაჟირებაზე გაემგზავრა ჯერ კიდევ XVI საუკუნიდან ცნობილ, სამვარსკვლავიან პარიზულ რესტორანში  (La Tour d’Argent – ვერცხლის კოშკი).

შემდეგ ჯორჯო ლონდონში გადაბარგდა, სადაც ცოტა ხანი სასტუმრო Savoy-ს რესტორანში მუშაობდა, შემდეგ კი რესტორან Zafferano-ში გადავიდა, რომელმაც მისი წყალობით მიშელინის ვარსკვლავი მიიღო. ამის შემდეგ მან საკუთარი რესტორანი Locanda Locatelli გახსნა, რომელმაც ასევე სწრაფად მოიპოვა მიშელინის ვარსკვლავი.

Locatelli2

გარდა ამისა, Locanda Locatelli-ს იტალიის ფარგლებს გარეთ საუკეთესო იტალიური რესტორნის ოფიციალური ტიტული აქვს. ამ რესტორნის მენიუ დაკომპლექტებულია „ბებოს რეცეპტებით“ და  თავისი ქვეყნის ხასიათისა და სულის გადმოცემას ცდილობს.

ლოკატელის რესტორნის მუდმივი მომხმარებლები არიან სტინგი, მადონა, ბრედ პიტი, პრინცი ჩარლზი, პოლ მაკარტნი, გვინეტ პელტროუ, ჯეიმი ოლივერი და სხვ.

ბევრი აქ ბავშვებით მოდის, რადგან მათთვის სპეციალური საბავშვო პორციები მზადდება. ამგვარად ჯორჯო ეწინააღმდეგება მის მთავარ კონკურენტსა და მოწინააღმდეგეს გორდონ რამზის, რომელიც მიიჩნევს, რომ „მაღალ სამზარეულოში“ ბავშვებს არაფერი ესაქმებათ.

Locanda Locatelli ჯორჯოს ერთადერთი რესტორანი არაა. მეორე – Locatelli’s Pizza ამერიკული ქალაქის ჰიუსტონის ახლოს მდებარეობს. კიდევ ერთი – Ronda Locatelli – კურორტ Atlantis The Palm-ზე მუშაობს და განლაგებულია The Palm Jumeirah-ზე –ფანტასტიკურ ხელოვნურ კუნძულზე დუბაიში.

Locatelli14

ჯორჯო ლოკატელი ექსპერიმენტატორია. 2008 წელს მან პირველმა შეასრულა თავისი სახელგანთქმული თანამემამულის, პოეტ ავანგარდისტის ფილიპო ტომაზო მარინეტის პარადოქსული  იდეები, რომლებიც აღწერილი იყო წიგნში „ფუტურისტის სამზარეულო წიგნი“.

მარინეტის ინგრედიენტების კონკრეტული პროპორციების შესახებ არ დაუწერია, ასე რომ, შეფ-მზარეულ ჯორჯო ლოკატელის სრული თავისუფლება hქონდა – ფუტურისტული რეცეპტები მხოლოდ ზოგადი სახელმძღვანელოს როლს ასრულებდა. თუმცა კერძები სრულად შეესაბამებოდა ფუტურისტულ ესთეტიკას: მიხაკის არომატით გაჟღენთილ ოთახში, ვაგნერის ველური ჯაზის ჰანგებისა და აეროპლანის ძრავის ხმაურის თანხლებით, სტუმრები მიირთმევდნენ ზეთისხილსა და ფენხელს, გაწყობილს ქაღალდის, აბრეშუმისა და ხავერდის ნაჭრებით.

Giorgio Locatelli at the Wolseley

მზარეულობის გარდა ლოკატელს სახელი მისმა წიგნმაც „დამზადებულია იტალიაში“ გაუთქვა. წიგნში მოცემულია  ტრადიციული იტალიური რეცეპტების კრებული, ასევე ავტორის ნააზრევი კულინარიასა და კულინარიის როლზე მის ცხოვრებაში.

Locatelli8

ერთდროულად სერიოზულად და ხუმრობით დაწერილი ეს წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ იტალიური კულტურა არ არსებობს იტალიური სამზარეულოს გარეშე და პირიქით.

Locatelli3