Tag Archives: კომბოსტოს სალათი

ბოსტნეულის სალათი ძმრით

4

ინგრედიენტები:

  • 1/2 თავი კომბოსტო
  • 1 დიდი სტაფილო
  • 2 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 25 გ მწვანე ქინძი
  • მარილი
  • 4 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება: 

სტაფილო და კომბოსტო დაჭერით თხელ ნაჭრებად. ტკბილ წიწაკას გამოაცალეთ თესლი და ისიც დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად. ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მწვანე ქინძის ფოთლები, მარილი და აურიეთ. 

ძმარი და ზეთი აადუღეთ პატარა ქვაბში. ოდნავ შეაგრილეთ, მოასხით სალათს და აურიეთ ხის კოვზით. გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთი და გემრიელად მიირთვით!

🙂 🙂 🙂

კომბოსტოს სალათი ფორთოხლის სოუსით

6-1

ინგრედიენტები:

  • 1/4  თავი წითელი კომბოსტო
  • 2 სტაფილო
  • 1/2 თავი თეთრი კომბოსტო
  • 1 ღერი კამა (არ არის აუცილებელი)
  • 1 პატარა ფორთოხალი ან ლიმონი
  • 5 ღერი მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1/2 ჩ.კ. შაქარი
  • მარილი
  • 1/2 ჩ.კ. წიწაკა (წითელი ან შავი)
  • 2 ს.კ. ზეითუინის ზეთი

მომზადება: 

წითელი და თეთრი კომბოსტო დაჭერით თხლად. სტაფილო დახეხეხეთ მსხვილპირიან სახეხზე; მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.

მოამზადეთ სოუსი: კამა დაჭერით ძალიან წვრილად, შემდეგ მოათავსეთ სანაყში და დანაყეთ. დაამატეთ შაქარი, შავი პილპილი, მარილი და კარგად ამოზილეთ კოვზით. მიღებულ მასას დაასხით ვაშლის ძმარი, ფორთოხლის ან ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და მოურიეთ.

სოუსი მოასხით სალათს და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!