Tag Archives: კიტრი

სპაგეტისა და ბოსტნეულის სუპი

101_0997

ინგრედიენტები 4 პორციისთვის:

  • 4 კვერცხი
  • 1 სტაფილო
  • 2 კიტრი
  • 160 გ ყველი
  • 100 გ სპაგეტი
  • 1 ლ ბულიონი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი
  • 1  დაფნის ფოთოლი
  • 10 გ კარაქი

მომზადება: 

ქათმის ან საქონლის ხორცის ბულიონში ჩადეთ მთლიანი ხახვი, 2 კბ ნიორი, ნაღების კარაქი და დაფნის ფოთოლი, დაუმატეთ მარილი და წამოადუღეთ.

ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ სპაგეტი და მოხარშეთ.

როდესაც სპაგეტი მოიხარშება, მოხარშული ხახვი, ნიორი და დაფნა შეგიძლიათ ამოიღოთ ქვაბიდან – ეს პროდუქტები სუპისთვის აღარ არის საჭირო.

101_0985

კვერცხი მოხარშეთ, დაჭერით ყველი, კიტრი და სტაფილო. ინგრედიენტები გაყავით ოთხ ნაწილად (4 პორციისთვის). 

ღრმა თეფშში ჩააწყვეთ ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაჭრილი ყველი, კიტრი და სტაფილო, 1 ს.კ. არაჟანი.

101_0988

თეფშებში გადაიტანეთ სპაგეტის ცხელი სუპი და ფრთხილად მოურიეთ, რომ კვერცხი არ ჩაიშალოს.

გემრიელად მიირთვით!

101_1000

 

ტომატის ცივი სუპი

77ინგრედიენტები:

  • 3 დიდი პომიდორი
  • 150 მლ მზა ტომატის წვენი
  • 1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
  • 10 გ ბაზილიკი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ხორბლის არაყი
  • 1/2 ჩ.კ. მწარე წითელი წიწაკა
  • კიტრი
  • მარილი

მომზადება:

2 პომიდორი გაჭერით 5-6 ნაჭრად, ჩაყარეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. დაამატეთ ძმარი, ზეითუნის ზეთი, არაყი, დანაყული ნიორი, წიწაკა, მარილი და ტომატის წვენი.

კიტრი და პომიდორი დაჭერით წვრილ ნაჭრებად და ჩაყარეთ ფიალებში, ირგვლივ მოასხით პომიდვრის მომზადებული წვენი. გააფორმეთ ბაზილიკით ან რეჰანით.

გემრიელად მიირთვით!