Tag Archives: იტალიური სამზარეულო

სპაგეტი წიწაკისა და არაჟნის სოუსით

3

ინგრედიენტები:

  • 1 შეკვრა სპაგეტი
  • 200 გ არაჟანი
  • 1 პატარა ბულგარული წიწაკა
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • 50 მლ წყალი
  • მარილი
  • 2 ღერი ოხრახუში
  • დარიჩინი დანის წვერით
  • ზეთი

მომზადება: 

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და ოდნავ მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე.

ხახვი, ბულგარული წიწაკა და ოხრახუში დაჭერით წვრილად. 5-6 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. შეაგრილეთ, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, დარიჩინი და დააქუცმაცეთ ხელის ბლენდერით. შემდეგ შეურიეთ წყალი და არაჟანი. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და მოხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ.

სპაგეტი გაანაწილეთ თეფშებზე და მოასხით არაჟნიანი სოუსი. გააფორმეთ მწვანე ხახვით ან ოხრახუშით.

გემრიელად მიირთვით 😉

მაკარონი ძეხვით და ყველით

5-2

ინგრედიენტები: 

  • 100 გ შებოლილი ცხიმიანი ძეხვი
  • 120 გ მაკარონი
  • 1 დიდი პომიდორი (ამ 3 ს.კ. ტომატი)
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • მარილი

მომზადება: 

მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი.

ძეხვი დაჭერით წვრილად და შებრაწეთ. ხახვი დაჭერით წვრილად, დაამატეთ იმავე ტაფაზე, სადაც ძეხვი შეიწვა და მოშუშეთ (ძეხვის ცხიმში).

როდესაც ხახვი შეწითლდება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მარილი, არაჟანი, დასრესილი ნიორი, ცოტა წყალი და კარგად აურიეთ. 5 წუთში დაუმატეთ მოხარშული მაკარონი, კიდევ რამდენიმე წუთში დაახეხეთ პარმეზანი და გადმოდგით გაზქურიდან.

გემრიელად მიირთვით!