Tag Archives: იტალია

შესაჭმელი დროშები

flagsfromfoodfriday

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკვები პროდუქტებისგან დროშების გაკეთების იდეა ავსტრალიურ სააგენტოს WHYBIN/TBWA-ს ეკუთვნის.

სიდნეის საერთაშორისო Food Festival-ის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძების დეგუსტაცია, რესტორნების პრეზენტაციები და საუკეთესო შეფ მზარეულების მასტერ კლასები. ბოლო პერიოდში ფესტივალს სარეკლამო უზრუნველყოფას უკეთებდა სააგენტო  WHYBIN/TBWA, რომელიც ცდილობდა ღონისძიების საერთაშორისო ხასიათისთვის გაესვა ხაზი.

სააგენტოს იდეა ნაციონალური სამზარეულოების თავისებურებათა გათვალისწინებით ფოტოგრაფმა ნატალი ბუგმა (Natalie Boog) და ფუდსტილისტმა თრიშ ჰეგერთიმ (Trish Heagerty)  განახორციელეს. მას შემდეგ შესაჭმელი დროშები ფესტივალის სავიზიტო ბარათად იქცა.

სამხრეთ კორეა

1flagsfromfoodfridaykorea

ავსტრალია

2flagsfromfoodfridayaustralia

ბრაზილია

3flagsfromfoodfridaybrazil

საფრანგეთი

4flagsfromfoodfridayfrance

საბერძნეთი

5flagsfromfoodfridaygreece

ინდოეთი

6flagsfromfoodfridayindia

იაპონია

7flagsfromfoodfridayjapan

ლიბანი

8flagsfromfoodfridayliban

ესპანეთი

9flagsfromfoodfridayspain

შვეიცარია

10flagsfromfoodfridaysweden

იტალია

11flagsfromfoodfridayitaly

ვიეტნამი

13flagsfromfoodfridayvietnam

გაერთიანებული სამეფო

12flagsfromfoodfridaybritain

ჩინეთი

14flagsfromfoodfridaychina

ინდონეზია

15flagsfromfoodfridayindonezia

დესერტად კი გამოტანილი იყო ნაყინის სახელმწიფოს დროშები. იდეა ბერძნულ სააგენტოს The Syndicate-ს ეკუთვნის.

სააგენტოს თანამშრომლები საკითხს კრეატიულად მიუდგნენ. მათ შექმნეს ჰიპოთეტური სამყარო, რომელიც დაყოფილი იყო გეოპოლიტიკურ ობიექტებად. ცხადია, „საჭირო გახდა“ სახელმწიფო სიმბოლიკაც, რომელიც ნაყინისგან დამზადდა.

ნახეთ ასევე პოსტი მსოფლიოს შვიდი უჩვეულო მიკროსახელმწიფოს შესახებ ;)

ნირვანას ფედერაცია

nirvanaflagsfromfoodfriday

ექსტაზის საგრაფო

extaziflagsfromfoodfriday

ეიფორიის სუვერენული სახელმწიფო

eiforiaflagsfromfoodfriday

ვნების სახალხო რესპუბლიკა

vnebaflagsfromfoodfriday

ნეტარების საემიროები

siamovnebaflagsfromfoodfriday

აღფრთოვანების შეერთებული შტატები

agfrtovanebaflagsfromfoodfriday

სალათი “კაპრეზე”

010

სალათი კაპრეზე (Insalata Caprese) იტალიაში ისეთივე პოპულარულია, როგორც ჩვენთან კიტრისა და პომიდვრის სალათი.

ესაა მსუბუქი სალათი, რომლითაც ისე დანაყრებაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმი არ გადაიტვირთოს. ასევე მის ინგრედიენტებში უამრავი ვიტამინია და გასაკვირი არაა, რომ ეს სალათი ჯანსაღი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრების ფავორიტია.

სალათმა სახელწოდება  მიიღო კუძულ კაპრისგან, სადაც იზრდება პომიდორი „ხარის გული“. ამ ჯიშის პომიდორი იდეალურია კაპრეზეს მოსამზადებლად.

bulls-heart-tomato

კაპრეზე განეკუთვნება ანტიპასტოს რიგს (აპეტაიზერი) და სუფრაზე, ტრადიციულად,  ძირითად კერძებამდე მიაქვთ.

Antipasto (მრავლობითში antipasti), ნიშნავს „ჭამის წინ“ – ასე უწოდებენ იტალიელები პირველ კერძს იტალიური სადილის დროს.

სალათი ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობისგან შედგება, ამიტომ სასურველია, კარგი ხარისხის იყოს. მართალია, საეჭვოა სადმე პომიდორ ხარის გულს ან ნამდვილ იტალიურ მოცარელას მიაგნოთ, თუმცა, კარგი რბილი სულგუნი და ხარისხიანი პომიდორი, პლუს ბაზილიკი (ჩვენთან უფრო ხელმისაწვდომია რეჰანი) საკმარისი იქნება.

კაპრეზე, ალბათ, ერთ-ერთია მათგან, რომელზეც შეიძლება ითქვას – ყველაფერი გენიალური უბრალოა. სხვათა შორის, სალათის ფერები – წითელი-თეთრი-მწვანე ზუსტად იმეორებს იტალიის დროშის ფერებს, რამაც ამ სალათისთვის იტალიური ნაციონალური კერძის სტატუსის მინიჭებას შეუწყო ხელი.

2-caprese-salad

ინგრედიენტები:

  • 2 დიდი პომიდორი
  • 200 გრამი ყველი მოცარელა
  • 100 გრამი მწვანე ბაზილი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო
  • მარილი
  • ახლად დაფქვილი შავი პილპილი

მომზადება:

მოცარელა დაჭერით პატარა ნაჭრებად.

პომიდორი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით რგოლებად.

ერთმანეთს შეურიეთ ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი.

მორიგეობით დაალაგეთ თეფშზე პომიდორი, ყველი და ბაზილი, შეაზავეთ დაფქვილი პილპილითა და მარილით.

სალათს მოასხით წინასწარ მომზადებული სოუსი და ცენტრში დაადეთ ბაზილის ღერო.

სალათის მეორე ვარიანტი მზადდება პომიდორი ჩერით და იგება ჩხირებზე.

capreseskewers2

capreseskewers1

June 025

არსებობს კაპრეზეს სხვა ტიპის „კონსტრუქციებიც“, მაგალითად, ერთი დიდი პომიდორი იჭრება ალყა-ალყა და ნაჭრებს შორის თავსდება მოცარელას მრგვალი ფენები და ბაზილის ფოთლები, ზემოდან კი ირთვება ბაზილის ღეროთი.

1-caprese-salad

კაპრეზეს კიდევ რამდენიმე ვერსია:

5-caprese-salad

3-caprese-salad

p1010132