Tag Archives: თხილი

ნამცხვარი კაკალი კრემით

50ინგრედიენტები კაკლებისთვის:

  • 3 კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 200 გ კარაქი ან მარგარინი
  • 500 გ ფქვილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 50 გ ნიგოზი ან თხილი

მომზადება:

მარგარინი ან კარაქი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ გამდნარი ცხიმი და თქვიფეთ კიდევ 4-5 წუთი. შემდეგ ნელ-ნელა ჩაუმატეთ ფქვილი და ურიეთ ხის კოვზით. ბოლო სტადიაზე უნდა მოზილოთ ხელით.

ცომი უნდა გამოვიდეს საშუალოზე ოდნავ მკვრივი. მოამზადეთ პატარა გუნდები, ჩააწყვეთ ფორმაში და გამოაცხვეთ.

შედედებული რძეს დაამატეთ დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 7-10 წუთის განმავლობაში. 

ნიგოზი (ან თხილი) მოხალეთ ტაფაზე. ოდნავ შეაგრილეთ და მოაშორეთ კანი. გაატარეთ ან დანაყეთ (თხილი უფრო რთული გასატარებელია, ვიდრე კაკალი) და დაამატეთ შედედებულ რძეს. 

როდესაც კაკლები გამოცხვება, შეაგრილეთ. თითოეულ მათგანში მოათვსეთ კრემი და ერთმანეთს დააწებეთ.

გემრიელად მიირთვით!

ნამცხვარი თხილით

59ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:

  • 200 გ ფქვილი
  • 120 გ კარაქი
  • 5 ს.კ. ყავისფერი შაქარი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 3 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 300 მლ მოხარშული შედედებული რძე

ასევე დაგჭირდებათ:

  • 150 გ რძიანი შოკოლადი
  • 30 გ თხილი

მომზადება:

კვადრატული ფორმის (23/23) ცეცხლგამძლე ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი.

ფქვილში ჩააჭერით კარაქი, დაუმატეთ შაქარი, ხელით დასრისეთ და შემდეგ ერთ გუნდად შეკარით. გადააფარეთ ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.

გააბრტყელეთ ცომი და დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რათა ცხობის პროცესში არ ამოიბეროს.

გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 15-17 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ კრემი: ალუმინის ჯამში მოათავსეთ კარაქი, შაქარი და მოხარშული შედედებული რძე. დადგით ორთქლზე (დაბალ ტემპერატურაზე) და ურიეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ კიდევ ადუღეთ 5 წუთი.

კრემი შეაგრილეთ და წაუსვით ბისკვიტს. მოაყარეთ მოხალული (სასურველია კანგაცლილი) თხილი.

ბოლოს ნამცხვარს მოასხით ორთქლზე დამდნარი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!