Tag Archives: თევზის მომზადება

თევზის კატლეტი ლიმონით და მწვანე ქინძით

ინგრედიენტები:

  • 600 გ თევზის ფილე
  • 1 ლიმონი
  • 100 გ მწვანე ქინძი
  • 1 თავი თეთრი ხახვი
  • 100 გ პარმეზანი
  • 1 კვერცხი
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • მზესუმზირას ზეთი
  • საფანელი

მომზადება: 

თევზი გაასუფთავეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში. ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში. ყველი გახეხეთ, მწვანე ქინძი დაჭერით წვრილად.

როდესაც თევზი მოიხარშება, მოაშორეთ ფხები და კანი, დაკეპეთ ხის კოვზით. დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი, დაჭრილი ქინძი, გატარებული ხახვი, ცოტა მარილი, შავი პილპილი, ახლად გამოწურული ლიმონის წვენის ნახევარი და კარგად აურიეთ. მოამზადეთ კატლეტები და ამოავლეთ საფანელში (ან ფქვილში). შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან 4-4 წუთით.

მზა კატლეტებს მოასხით დარჩენილი ლიმონის წვენი, გააფორმეთ მწვანე ქინძის ფოთლებით და გემრიელად მიირთვით!

🙂 🙂 🙂

1

Advertisements

თევზის ბურთულები

74ინგრედიენტები:

  • 400 გ თევზი
  • 250 გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • 50 გ ოხრახუში
  • 4 კვერცხი
  • პილპილი
  • ჯავზი (დანის წვერით)
  • სიმინდის ფქვილი
  • ზეთი

მომზადება:

კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ თევზიც. ორივე შეაგრილეთ.

კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე. თევზი დაჭერით ან გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი და კიდევ უფრო წვრილად – ოხრახუში.

ყველა ეს ინგრედიენტი ჩაყარეთ ერთ ჯამში, დაამატეთ კვერცხი, ჯავზი (დანის წვერით), მარილი, ლიმონის წვენი, პილპილი და კარგად აურიეთ.

გააკეთეთ ბურთულები, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და პორციებად შეწვით ადუღებულ ზეთში. შეწვას 3 წუთზე მეტი არ სჭირდება. შემწვარი ბურთულები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ცხიმი მთლიანად ჩამოიწუროს.

გემრიელად მიირთვით!