Tag Archives: ზეთი

ლობიო ძეხვით და პომიდვრით

78ინგრედიენტები:

  • 300 გ შებოლილი ძეხვი
  • 50 გ ლობიო
  • 2 პომიდორი
  • 1 ლ ბულიონი
  • 0,5 ჩ.კ. ქონდარი
  • 0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 კბ ნიორი
  • 50 მლ ზეთი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა
  • 2 დაფნის ფოთოლი

მომზადება:

მოხარშეთ ლობიო დაფნის ფოთოლთან ერთად;  ხახვი დაჭერით წვრილად. პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. 

შებოლილი ძეხვი დაჭერით რგოლებად, შებრაწეთ ორივე მხრიდან; დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ზეთი და შუშეთ 7-10 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. ამის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი. 5 წუთში გაზქურა გამორთეთ. 

როდესაც ლობიო მოიხარშება, სულ ოდნავ ამოზილეთ; დაამატეთ მოშუშული პომიდორი, ხახვი და ძეხვი, ბულიონი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ან საქონლის ხორცის ბულიონის ბრიკეტებით დამზადებული ბულიონი – 1 ლიტრზე 2 ბრიკეტი), დანაყილი ნიორი, წიწაკა, ხმელი ქინძი, ქონდარი, მარილი და დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

არაჟანში გამომცხვარი სოკო

a

თუ სოკო გიყვართ, ალბათ, გიცდიათ მისი მრავალნაირად მომზადება – დაწყებული სოკოს სუპით, დამთავრებული სოკოს ჟულიენით. სოკოს ჟულიენი… ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია უარი თქვას ამ სურნელოვან და არაჩვეულებრივად გემრიელ საჭმელზე!

სწორედ სოკოს ჟულიენის მოტივებზე მზადდება სოკო ნაღების სოუსში. მომზადების წესითაც ეს ორი კერძი ძალიან გავს ერთმანეთს.

სოკო არაჟნის სოუსში  ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის. რა თქმა უნდა, თუ გინდათ, ბოლოს შეგიძლიათ  გახეხილი ყველი დაამატოთ, რათა კერძმა მოწითალო საფარი გაიკეთოს.

არაჟანში გამომცხვარი სოკოს მირთმევა ცალკეც შეიძლება და ვთქვათ, კარტოფილის პიურესთან ან სპაგეტის გარნირთან ერთად. თუმცა სუფრაზე მიტანის დროს სოკოს და გარნირს ერთ თეფშზე ნუ მოათავსებთ. უმჯობესია, კერძი იმავე ჭურჭლით მიიტანოთ, რაშიც მომზადდა.

ინგრედიენტები:

  • 450 გ ქამა სოკო (ან პორტაბელო)
  • 200 გ ხახვი
  • 200 მლ არაჟანი
  • 10 გ კამა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 6 ს/კ ზეთი
  • შავი პილპილი
  • მარილი

მომზადება:

სოკო კარგად გარეცხეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოზრდილ ნაჭრებად დაჭერით ხახვი.

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ჯერ ხახვი მოშუშეთ ოდნავ შეწითლებამდე, შემდეგ დაამატეთ სოკო, მარილი და პილპილი.

ნიორი და კამა  დაჭერით წვრილად.

შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი (ნაღებიც შეიძლება), კვერცხი და ნიორი; დაუმატეთ ოდნავ შეგრილებული სოკო და კარგად აურიეთ.

ინგრედიენტები მოათავსეთ პორციულ ფორმებში და გამოაცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

მზა კერძს მოაყარეთ კამა და გემრიელად მიირთვით!