Tag Archives: ვანილი

ნოჩინო – ტრადიციული იტალიური სასმელი

3333

ნოჩინო არის იტალიური ლიქიორი, რომელიც მზადდება ნიგვზის ლებნებისგან ალკოჰოლისა და სანელებლების დამატებით.

ამ ტრადიციული სასმელის მომზადებას იტალიელები, ჩვეულებრივ, ივნისში იწყებენ – ეს ის დროა, როცა კაკალი იწყებს შემოსვლას.  ჩვენთან, საქართველოში კაკლის დაკრეფისთვის საუკეთესო დრო 23 ივნისამდეა. სასმელი მზადდება მაღალპროცენტიანი ხორბლის არაყით.

ნოჩინო არ არის სასმელი, რომლითაც  მაინცდამაინც უნდა დათვრეთ – ის უნდა მიირთვათ სადილის შემდეგ, ლიქიორის პატარა ჭიქით 😉

კიდევ ერთი – თუ მოთმინება არ გყოფნით, სჯობს საერთოდ არ მოჰკიდოთ ხელი ამ ლიქიორის დამზადება, რადგან საუკეთესო შედეგის მისაღებად მისი ერთი წლით დაყენებაა საჭირო.

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი კაკლის ლებნები უღლებით
  • 3 დარიჩინის ჩხირი
  • 5 მიხაკი
  • 2 ანისულის ვარსკვლავი
  • ვანილი
  • 1 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1 ლიტრი არაყი

მომზადება:

კაკლის ლებნები დაჭერით ორ ნაწილად ბასრი დანით. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან წენგოს მოცილება ძალიან რთული იქნება.

ფართოთავიან კონტეინერში ჩაყარეთ კაკალი, ცედრა, სანელებლები და შაქარი, დაასხით არაყი, დაახურეთ თავი და კარგად შეანჯღრიეთ.

შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილზე ექვსი კვირის განმავლობაში. ყოველდღიურად მოურიეთ ან შეანჯღრიეთ.

6 კვირის შემდეგ სითხე გადაწურეთ საწურში. ჩამოასხით სასმელი თავსახურიან ბოთლებში და შეინახეთ ისევ ბნელ, გრილ ადგილას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. საუკეთესო შედეგის მისაღებად კი, როგორც აღვნიშნე, ერთი წელია საჭირო.

მოთმინებას გისურვებთ 😉 😉 😉

333

ქაფქეიქის მარტივი რეცეპტი

Mini-Valentines-Day-Cupcakes

ქაფქეიქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამცხვარია მსოფლიოში. რატომაც არა? ის იოლი მოსაზადებელია, არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება და ძალიან გემრიელია!

რაც შეეხება ქაფქეიქების დეკორირება. გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ  მარციპანი, შოკოლადის ან თეთრი მინანქარი, კრემი, ბეზე, ხილი და თხილეულობა, დეკორის მზა ელემენტები. ასევე საკვებად ვარგისი საღებავი მარციპანის, კრემის ან ბეზესთვის ფერის მისაცემად.

ახლა თავად რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • 150 გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 120 გ რძე (ან არაჟანი)
  • 200 გ ფქვილი (თუ რძით აკეთებთ ცოტა მეტი ფქვილი დასჭირდება)
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/5 ჩ.კ. მარილი
  • ვანილი

მომზადება:

შაქარი და დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით. 5 წუთში შეათქვიფეთ კვერცხებბი, ვანილი, სოდა და მარილი. დაუმატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა 1 წუთი.

ერთმანეთში კარგად აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა ჩაყარეთ ათქვეფილ მასაში. მოურიეთ ხის კოვზით. ცომი უნდა იყოს სქელი კრემივით.

ლითონის ფორმაში ჩაალაგეთ ქაფქეიქის ქაღალდები, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ დაახლოებით 160 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წუთის განმავლობაში.

ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებს შეიძლება დაამატოთ 1  ს.კ. თაფლი, ძალიან გემრიელია! ასევე სულ მარტივად შეგიძლიათ გამოაცხოთ შოკოლადის ქაფქეიქები – ათქვეფამდე შაქარში შეურიეთ 3 ს.კ. კაკაო. კაკაოს თხევად მასაში დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება კარგად არ გაიხსნას, შაქარს კი უპრობლემოდ ერევა.

ქაფქეიქის ფოტო რეცეპტი:

0-cupcake-0

გამოცხობის შემდეგ ქაფქეიქი  შეაგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მორთვა.

ქაფქეიქების დეკორირების იდეები შთაგონებისთვის 🙂

cupcake0cupcake1cupcake2cupcake3cupcake4cupcake5cupcake6cupcake7cupcake8cupcake9cupcake11valentine-cupcakes-14valentines-day