Tag Archives: დიზაინის სტილი

თანამედროვე კლასიკა Marchi Cucine-სგან

იტალიურმა კომპანიამ Marchi Cucine, რომელიც ძირითადად ვინტაჟური სამზარეულოს ავეჯისა და აქსესუარების წარმოებითაა ცნობილი, ცოტა ხნის წინ თანამედროვე კლასიკის სტილში შესრულებული სამზარეულო გარნიტურები წარმოადგინა.

1კოლექციას ფუნქციურობა, იდეალური ფორმები და დახვეწილი დეტალები გამოარჩევს. ავეჯი და აქსესუარები ძირითადად ხის, ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. ფერები, როგორც Marchi Cucine-ს ფაქტობრივად ყველა კოლექციაში, აქაც თავდაჭერილია. ოთხი ფერი – შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი საკმარისი აღმოჩნდა არაჩვეულებრივი გამისა და მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. 

11

დაათვალიერეთ Marchi Cucine-ს ახალი კოლექცია ჩვენს გალერეაში 😉

2 3 4 5 6 7 8 9 10 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

ნორვეგიული სამზარეულო გარნიტურები

დღევანდელ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ნორვეგიული კომპანია Norema-ს პროდუქცია, რომელიც სივრცისა და კომფორტის მოყვარულებზეა გათვლილი.

5

“ნორემა” სამზარეულო გარნიტურების დიზაინსა და წარმოებაზეა სპეციალიზებული. მისი დიზაინერების ნამუშევრები საკმაოდ თამამი იდეებითა და დიზაინის სტილების საინტერესო შეხამებით გამოირჩევა.

10

მოდერნი, რეტრო და ქანთრი – ესაა სამი ძირითადი სტილი, რომლებშიც “ნორემას” სამზარეულოებია გადაწყვეტილი.

გარნიტურები უმეტესად ინტეგრირებულ, ფართო ოთახებზეა გათვლილი და ხშირად მოიცავს არა მხოლოდ სამზარეულო, არამედ სასადილო, სამუშაო და სასტუმრო ზონებსაც.

2

დაათვალიერეთ ნორვეგიული კომპანიის სამზარეულო გარნიტურები ჩვენს გალერეაში:

1 3 4 6 7 8 9 11 12