Tag Archives: დესერტი

მარშმელოუს ბურთულები

2

ინგრედიენტები: 

  • 350-400 გ. ნამცხვარი (ე.წ. პეჩენია)
  • 200 გ მიწის თხილი
  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
  • 100 გ კარაქი
  • 30-35 მარშმელოუ

მომზადება: 

მიწის თხილი ჯერ მოხალეთ და შემდეგ კი დაჭერით წვრილ ნაჭრებად ან დანაყეთ.

ნამცხვარი დაფშვენით. დაუმატეთ შედედებული რძე, გამდნარი კარაქი და კარგად აზილეთ ხის კოვზით.

თითოეულ მარშმელოუს შემოახვიეთ ნამცხვრის და შედედებული რძის “ცომი”, დაამრგვალეთ და ამოავლეთ მოხალულ თხილში.  შედეთ საყინულეში 20 წუთით. 

გემრიელად მიირთვით!

ტორტი “პანჩო”

53

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 400 გ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 4 ს.კ. კაკაო
  • 0,5 კოვზი ლიმონის წვენი
  • 400 გ ფქვილი
  • 200 გ ნიგოზი
  • 700 გ არაჟანი
  • 50 გ შავი შოკოლადი

ბისკვიტის ცომი: კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მიქსერით (10 წუთის განმავლობაში). შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ  კაკაოში შერეული 200 გ შაქარი და ხუთივე კვერცხის გული.  ჩაამატეთ ლიმონის წვენში არეული სოდა. კიდევ თქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

ბოლოს ჩაამატეთ გამაფხვიერებელი, ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ ხის კოვზით. 

გახურებულ ფორმაზე (20 სმ დიამეტრით) დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

მზა ბისკვიტი შეაგრილეთ და მოაჭერით 2 სანტიმეტრის სიმაღლის ფენა. დანარჩენი ბისკვიტი დაჭერით 3-4 სმ ნაჭრებად.

კაკალი მოხალეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით.

არაჟანი ათქვიფეთ 10 წუთის განმავლობაში – სანამ ფუმფულა, ჰაეროვან მასად არ გადაიქცევა. შეათქვიფეთ 200 გ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა 5 წთ მაინც.

წაუსვით ბისკვიტის 2-სანტიმეტრიან ფენას არაჟნის კრემი. შემდეგ ბისკვიტის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ არაჟნის კრემში და დაალაგეთ საბაზო ბისკვიტზე ისე, რომ გორაკივით გამოვიდეს. დარჩენილი კრემი დაასხით “გორაკს”.

დაადნეთ შოკოლადი 10 გრამ კარაქთან ერთად ორთქლზე და ტორტს ფრთხილად მოსახით კოვზით.

გემრიელად მიირთვით!