Tag Archives: გოგირდი

თაფლის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები

თხევადი თაფლის ასაკის განსაზღვრისთვის მასში უნდა ჩადოთ კოვზი და მოურიოთ. ახალგაზრდა თაფლი კოვზიდან იოლად ჩამოდის, ხოლო უკვე მომწიფებული კოვზზე ლენტის მსგავს ფენებად ეხვევა.

თხევადი, ჩაუშაქრებელი თაფლიდან სინჯი რაიმე წვრილი ღერის ჩაშვებით აიღეთ. თუ თაფლი ნამდვილია, ის ქვემოთ უწყვეტ ძაფად ჩამოეშვება, გაწყვეტილი ძაფი კი ზედაპირზე კოშკის, პაგოდის ფორმით დაეცემა და შემდეგ ნელ-ნელა, ზედაპირის ფორმის მიხედვით გასწორდება.

ფალსიფიცირებული თაფლი კი წებოსავით მოიქცევა: ღეროდან მსხვილ, წყვეტილ ნაკადებად ჩამოწვეთავს და შხეფებსაც გაყრის.

ახალგაზრდა, უკვე მოწეული თაფლი კოვზიდან მსხვილ, უწყვეტ ნაკადად ჩამოდის.

recognize-good-honey-4ხარისხიანი თაფლი არ უნდა ქაფდებოდეს. ქაფი დუღილზე ანუ გაფუჭებაზე მიუთითებს. ნატურალური თაფლი კი არ შეიძლება ადუღდეს, რადგან ის ბაქტერიციდულია. (თაფლისგან სპირტიანი სასმელის მისაღებად მას წყალში ურევენ და დუღილამდე ისე მიყავთ. გაცხელებისას თაფლი ბაქტერიციდულობას კარგავს და შეიძლება ადუღდეს).

დროთა განმავლობაში თაფლი იმღვრევა და სქელდება (შაქრდება) – ეს კარგი ხარისხის ნიშანია. თაფლი თხევად მდგომარეობაში, როგორც წესი, მხოლოდ ზაფხულში (ივლისი-აგვისტო), მისი სკებიდან ამოღების პერიოდშია. მაქსიმუმ 1-2 თვის შემდეგ, სორტის შესაბამისად, თაფლი კრისტალდება.

recognize-good-honey-3ამიტომ თუ ზამთარში ან გაზაფხულზე გასაყიდად თხევადი თაფლი შეგხვდათ, ე.ი. ის ან გაცხელებულია ან ფალსიფიცირებული. უნდა გახსოვდეთ, რომ +400C-მდე და ზემოთ გაცხელებისას თაფლი ძირითად სასარგებლო თვისებებს კარგავს და უბრალო ტკბილ ფრუქტოზა-გლუკოზის სიროფად იქცევა.

ჩაშაქრებულ ნატურალურ თაფლში ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია და მისი გაცხელება ან ცხელ საჭმელსა თუ სასმელში ჩამატება არასასურველია.

recognize-good-honey-6ყველაზე ხშირად ნამდვილი თაფლი სკიდან ამოღებიდან 2-3 კვირაში შაქრდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თაფლის ბოლო ამოღება დაახლოებით სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში ხდება, ნატურალური თაფლი 20 ოქტომბრისთვის უკვე ჩაშაქრებული უნდა იყოს. გამონაკლისია თეთრი აკაციის თაფლი, რომელიც დიდხანს, ხანდახან გაზაფხულამდეც არ კრისტალდება და მანანის თაფლი, რომელიც რკინის მაგვარ მასად იქცევა.

ხანდახან შენახული თაფლის ქვედა ფენა კრისტალდება, ზედა კი სიროფის მსგავსი ხდება, რაც ნიშნავს, რომ თაფლი მოწეული არ არის და მასში წყალი დიდი ოდენობით შედის.

თაფლი უნდა გასინჯოთ სუნით და გემოთი. ფალსიფიცირებულ პროდუქტს, როგორც წესი, სუნი არ აქვს. ნამდვილი თაფლი კი სურნელოვანი არომატით ხასიათდება. მის სუნს ვერაფერს შეადარებთ. შაქრიან თაფლსაც არ აქვს სუნი, გემოთი კი დამტკბარ წყალს გავს.

recognize-good-honey-8თაფლში სახამებლის შემცველობის დადგენისთვის ჭიქაში ცოტა თაფლი ჩადეთ, დაასხით მდუღარე წყალი, მოურიეთ და გააცივეთ. ამის შემდეგ ჩააწვეთეთ წყალში რამდენიმე წვეთი იოდი. თუ სითხე გალურჯდება, ე.ი. თაფლში სახამებელია დამატებული.

სახამებლის აღმოჩენა თაფლში ნიშადურის სპირტითაც შეიძლება, რომელიც უნდა ჩააწვეთოთ წინასწარ დისტილირებულ წყალში (პროპორციით 1:2) გახსნილ თაფლში. ნარევი თეთრი ფერის და ნალექიანი გახდება.

ცარცის მინარევს აღმოაჩენთ, თუ დისტილირებულ წყალში გახსნილ თაფლს რამდენიმე წვეთ ძმარს დაუმატებთ. თუ ნარევში ცარცია, ნახშირმჟავა აირის გამოყოფის შედეგად სითხე წამოდუღდება. შეგიძლიათ თაფლზე ძმარი ან რაიმე სხვა მჟავა უბრალოდ დაასხათ და თუ თაფლი „წამოდუღდა“, ე.ი. მას ცარცი ურევია.

recognize-good-honey-2თაფლში საქაროზის (შაქრის) არსებობის დასადგენად გახსენით ის ცხელ, დისტილირებულ (უკიდურეს შემთხვევაში ადუღებულ) წყალში, პროპორციით 1:2 საკმარისად თხევადი ნარევის მიღებამდე. ნარევი ჯერ მექანიკური მინარევებზე შეამოწმეთ – ნატურალური თაფლის ხსნარი აუცილებლად სრულიად გამჭვირვალე იქნება, ნალექისა თუ ზედაპირზე მექანიკური მინარევების გარეშე. შემდეგ აკურატულად ჩააწვეთეთ სითხეში აზოტმჟავა ვერცხლის ხსნარის რამდენიმე წვეთი და რეაქციას დააკვირდით. თუ თაფლში შაქარი არ არის, სითხე არ აიმღვრევა. საწინაამდეგო შემთხვევაში კი წვეთების ირგვლივ სითხე მაშინვე შესამჩნევად, მოთეთროდ შეიმღვრევა.

მექანიკური მინარევების არსებობის შესამოწმებლად პატარა ჭურჭელში აიღეთ თაფლის სინჯი, დაუმატეთ მდუღარე ან დისტილირებული წყალი და მოურიეთ. ნატურალური თაფლი მთლიანად იხსნება და ხსნარი გამჭვირვალე ხდება, უხსნადი დანამატების არსებობისას კი (ფალსიფიცირებისთვის) ხსნარის ზედაპირზე ან ნალექში მექანიკური მინარევები გამოჩნდება.

recognize-good-honey-7ტრადიციულად, თაფლის ღია ფერის სორტები საუკეთესოდ მიიჩნევა, თუმცა ეს მოსაზრება ყოველთვის სამართლიანი არ არის. მუქი ფერის, მაგალითად, წიწიბურას თაფლში ღია ფერის თაფლზე გაცილებით მეტი რკინა, გოგირდი, მარგანეცი და სხვა ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნივთიერება შედის.

მთლიანობაში, ყველა სორტის ნატურალური თაფლი ერთნაირად სასარგებლო და საჭიროა ჯანსაღი კვებისთვის. სხვადასხვა სახის თაფლი ერთმანეთისგან გემოთი და გარეგნული იერსახით განსხვავდება, სარგებელი კი დაახლოებით ერთნაირი აქვს.

მთავარია, თაფლი ფალსიფიცირებული ან ისეთ რაიონებში არ იყოს შეგროვილი, სადაც ჭარბად არის ტოქსიკური ნივთიერებები თავმოყრილი.

უნდა ვიცოდეთ, რომ მცენარეებზე მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებები თაფლში კონცენტრირდება. ფუტკრები მომწამლავი ნივთიერებების უმეტესობასთან მიმართებაში უგრძნობები არიან. ადამიანზე კი ამ ეს ნივთიერებებმა შეიძლება საკმაოდ მავნებელი, ზოგჯერ კი ლეტალური შედეგის მქონე მომწამლავი ზემოქმედებაც მოახდინოს. ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია, რადგან თაფლის ყველა მავნებელ ნივთიერებაზე შემოწმება, ამ სიის სიდიდის გამო, არარეალურია.

მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ რაიონებში მოგროვილი თაფლი, როგორიცაა სამხედრო პოლიგონები, ქიმიური მრეწველობის ქარხნები, მსხვილი აეროდრომები, თბოელექტროსადგურები, რადიაციულად დაბინძურებული რაიონები, ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, სადაც ნათესების დამუშავება მაღალტოქსიკური მომწამლავი ქიმიკატებით ხორციელდება.

recognize-good-honey-5

ნიორის ათი ჯადოსნური თვისება

garlic-1დღეს მოდური საკვები დანამატები ყველა დაავადებისგან განკურნებას გპირდებათ. ჩვენ კი გთავაზობთ საშუალებას, რომლის მრავალფუნქციურობაც საუკუნეების განმავლობაშია დამტკიცებული.

ეს უაღრესად სასარგებლო პროდუქტი – ნიორი ყველა სახლში უნდა იყოს. მისი გამოყენებისთვის ყველაზე შესაფერი დრო კი ზამთარია.

ნიორის 10 ჯადოსნურად სასარგებლო თვისება

ავად გახდომას თავი რომ ავარიდოთ, იმუნიტეტი უნდა გავაძლიეროთ, რადგან გაციების გამომწვევი ვირუსებისგან ხშირად ძლიერი ანტიბიოტიკებიც ვერ გვიხსნიან. საუკეთესო ბუნებრივი იმუნომოდულატორი კი სწორედ ნიორია. დღეს ის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. დღეში მირთმეული რამდენიმე კბილი ნიორი შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ.

immunity-1თუ მაინც გახდით ავად, ისუნთქეთ ნიორი. მას დაახლოებით 20 სანტიმეტრის მანძილზე თქვენს ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსებისა და მიკრობების, დაავადების გამომწვევი ყველა ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ამასთან ტოქსიკურ მოქმედებასაც არ ახდენს.

დაავადების საწყის ეტაპზე დასამარცხებლად, ხველისა და პნევმონიის განსაკურნად, უნდა მოამზადოთ ასეთი ნაყენი: ერთი ჭიქა რძე დაასხით წვრილად დაჭრილ 4 კბილ ნიორს. რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, გაწურეთ და გემოვნების მიხედვით დაუმატეთ თაფლი ან კარაქი. ეს ნაყენი დღეში 3–4–ჯერ, ცხლად, პატარა ყლუპებით დალიეთ.

garlic-2ორგანიზმის ისეთი მძიმე, მავნებელი ნივთიერებებისგან გასათავისუფლებლად, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი ერთი კბილი ნიორის მირთმევაც საკმარისია. ბუნების ამ საჩუქარს სისხლძარღვების გაწმენდისა და ათეროსკლეროზის განვითარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აქვს. სამი თვის განმავლობაში ნიორის გამოყენებით ქოლესტერინის 20%–ის გაქრობა შეიძლება.

თუ გინდათ მუდმივად ფორმაში იყოთ, ყოველდღე მიირთვით რამდენიმე კბილი ნიორი. ნიორი მიკროელემენტებისა და ვიტამინების მდიდარი შემადგენლობის წყალობით, პოლივიტამინების საუკეთესო ბუნებრივი კომპლექსია. მასში შედის უიშვიათესი ნივთიერებები, მაგალითად, გერმანიუმი და გოგირდი.

სისხლში ტრომბების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად და ვენების გასამაგრებლად, სასარგებლო იქნება ასეთი წამლის მიღება: 250 გრამი ნიორი დააქუცმაცეთ და მიღებულ მასას დაასხით 350 გრამი ახალი თაფლი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთთან და 7 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას დადეთ. ნივთიერების, სახელად ადენოზის წყალობით სისხლში ტრომბოციტების რაოდენობა ნორმალიზდება, სისხლი კი არ დედდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჰემოროით, ტრომბოფლებიტით, ვარიკოზებით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს. წამალს თვენახევრის განმავლობაში დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე ერთი სუფრის კოვზის ოდენობით სვამენ.

garlic-3ნიორი ორგანიზმის ზოგად ტონუსს, შრომისუნარიანობას, სინამდვილის აღქმის სიმძაფრეს, ცხოვრებისადმი ინტერესს ამაღლებს. ნივრის  კბილების დაჭყლეტის დროს წარმოიქმნება განსაკუთრებული ნივთიერება – ალლიქსინი, რომელიც სტრესისადმი მდგრადობა ზრდის და ორგანიზმს სიმსივნური დაავადებებისგან იცავს.

თუ გინდათ ყურადღების კონცენტრირების ამაღლება, შემოქმედებითი უნარების გაძლიერება, აზროვნების პროცესის გააქტიურება, მეხსიერების გაუმჯობესება – აუცილებლად უნდა მიირთვათ ნიორი. ის თავის ტვინის უჯრედებს Garlic_Lamp_3აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს და მის სისხლძარღვებს ასუფთავებს.

ნიორი ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ესაა საუკეთესო ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილებს ელასტიურობას უნარჩუნებს. რეცეპტი, რომლის გარკვეული სქემით მიღებაც ადამიანს 5–15 წლით აახალგაზრდავებს, უძველესი დროიდან არის ცნობილი. „ახალგაზრდობის ელექსირში“ შედის ნიორი, სპირტი,თაფლი და პროპოლისის ნაყენი.

კანის ლამაზი ფერის, ჯანმრთელი და სუფთა კანის შესანარჩუნებლად უნდა მიიღოთ ნიორის ასეთი ნაყენი: აიღეთ ერთი თავი ნიორი და ნახევარი საათი ხარშეთ ღვინოში. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და ბნელ ადგილას დადეთ. ყურადღება: ნაყენის მიღება უნდა დაიწყოთ ახალმთვარეობისას და ეს წესი ძალიან მკაცრად დაიცვათ. ნაყენს იღებენ 3 ან 4 დღის განმავლობაში, სამჯერ დღეში თითო ჩაის კოვზის ოდენობით. ეფექტის გაუმჯობესებისთვის გაწურეთ სამი ლიმონი და წვენი შეურიეთ 50 გრამ დაქუცმაცებულ ან დანაყილ ნიორს. 1 ჩაის კოვზი ნაყენი 1 ჭიქა წყალში გახსნილი დილაობით უნდა მიირთვათ. ამ ტიპის მკურნალობა ორგანიზმს ტოქსინების გამოძევებაში ეხმარება, კაპილარების დონეზე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობას ზრდის.

ნიორის ჭამა დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაშიც. ეს პროდუქტი წვავს შაქარს, ამცირებს ტკბილეულის მიღების სურვილს, ახანგრძლივებს დანაყრების გრძნობას და ეხმარება ადამიანს წონის ნორმაში შენარჩუნებაში მოწევისთვის თავის დანებების დროს.

Garlic-5