Tag Archives: ბულიონი

ქათმის ფილე ბრინჯით და ბოსტნეულით

111

ინგრედიენტები:

  • 400 გრ. ქათმის ფილე
  • 200 გრ. ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 ღერი მწვანე ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 3 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 ლ ქათმის ბულიონი
  • 2 სტაფილო
  • მარილი
  • შაქარი
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება:

ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ მარილიან წყალში. ხარშვის დროს ქვაბში ჩააგდეთ 1 მთლიანი ხახვი და 3 კბ ნიორი.

როდესაც ქათმის ფილე მოიხარშება, დაალაგეთ ზეთიან ტაფაზე და ოდნავ შებრაწეთ. ბულიონი არ გადაღვაროთ, მხოლოდ ნიორი და ხახვი ამოიღეთ.

ბულიონში ჩაყარეთ  გარეცხილი ბრინჯი და მოხარშეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე თავღია ქვაბში. ბულიონი მთლიანად უნდა ამოშრეს. ბრინჯი გადაიტანეთ ჭურჭელში და შეაგრილეთ.

ხახვი დაჭერით წვრილად; სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე (ან დაჭერით წვრილად).

დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში შეწითლებამდე. დაამატეთ სტაფილო და შუშეთ 7-10 წუთის განმავლობაში, თან ხშირად ურიეთ.

ტაფაზე აადუღეთ 2-3 ს.კ. ზეთი, ჩაახალეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ. 1,5 წუთში კვერცხი გადმოდგით ცეცხლიდან. მიღებული მასა გადაიტანეთ იმავე ჭურჭელში, სადაც მოხარშული ბრინჯი გაქვთ. დაუმატეთ მოშუშული ხახვი და სტაფილო, ასევე ქათმის ფილეს ნაჭრები. ფრთხილად აურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში არ აიზილოს.

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და გემრიელად მიირთვით!

სოსისისა და პომიდვრის სუპი

100_1364

ინგრედიენტები: 

  • 5 რძიანი სოსისი
  • 2 ტკბილი წიწაკა
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ნიგვზიანი აჯიკა
  • 1 დიდი კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 2 წვნიანი პომიდორი
  • 1 ლ წყალი ან ბულიონი
  • მარილი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 20 გ კარაქი
  • 3-4 ღერი ოხრახუში

მომზადება: 

ხახვი და ტკბილი წითელი წიწაკა დაჭერით თხელ ნაჭრებად; პომიდორი დაჭერით წვრილად; სოსისი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. 

კარტოფილი და სტაფილო გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ 1 ლ წყალში ან ბულიონში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბულიონის ბრიკეტები).

ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ სოსისის ნაჭრები და შეწვით ორივე მხრიდან.

როდესაც სოსისი შეწითლდება, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ტკბილი წიწაკა. მოშუშეთ საშუალო ტემპერატურაზე.

მოხარშული კარტოფილი და სტაფილო გადაიტანეთ ჯამში, დაამატეთ კარაქი, ნიგვზიანი აჯიკა და მოამზადეთ პიურე. ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი და კარგად მოურიეთ. მიღებული ნარევი ჩაასხით სოსისიან ქვაბში, დაუმატეთ დაფქვილი წითელი წიწაკა და წამოადუღეთ. 5 წუთში სუპი მზადაა.

სუპს თეფშზე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით 😉