Tag Archives: ბულგარული წიწაკა

შემწვარი ტკბილი წიწაკა ბალზამიკოსთან ერთად

2-friedbalpeppers2

ეს იტალიური აპეტაიზერი ძალიან უხდება შემწვარი ხორცით მომზადებულ კერძებს. იოლი მოსამზადებელია და არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება 🙂 

ინგრედიენტები:

  • 6 დიდი ტკბილი წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის)
  • 70 მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 70 მლ ძმარი (ბალზამიკო)
  • მარილი
  • პილპილი
  • 10 გ ოხრახუში

მომზადება:

გარეცხეთ და გააშრეთ წიწაკები, ამოაცალეთ თესლები, გაწმინდეთ და დაჭერით სიგრძივად (4-5 ნაწილად წიწაკის ზომის მიხედვით).

დაასხით ზეთი ფართო ტაფაზე  და გააცხელეთ, დაამატეთ წიწაკის ნაჭრები და ფრთხილად აურიეთ. მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება და ფერს შეიცვლის. ჩვეულებრივ, 10-12 წუთი საკმარისია.

ნიორი დასრისეთ და დაუმატეთ წიწაკას, ისევ აურიეთ.

2 წუთის შემდეგ ნივრიან წიწაკებს მოასხით ბალზამიკო, მოაყარეთ მარილი და მწარე წიწაკა. გააგრძელეთ მოშუშვა კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში.

თეფშზე გადმოღების შემდეგ წიწაკას მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!

გულიაში

40ინგრედიენტები:

  • 700 გ საქონლის ხორცი ცხიმის გარეშე
  • 3 თავი ხახვი
  • 5 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • 2 ტკბილი წიწაკა
  • 7-8 კარტოფილი
  • 100 მლ ლუდი ან თეთრი ღვინო
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 3 ს.კ. ტომატის პიურე
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადება:

დაჭერით ხორცი, კარტოფილი, სტაფილო და  ტკბილი წიწაკა დაახლოებით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად.

ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად და  ზეთთან ერთად მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. 

6-7 წუთის შემდეგ ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ხორცი, სტაფილო და დაფნის ფოთლები. დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააგრძელეთ შუშვა დაბალ ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში, ხანდახან მოურიეთ.

დაამატეთ პაპრიკა, ღვინო (ან ლუდი), ტომატის პიურე და 2-3 წუთის განმავლობაში მუდმივად ურიეთ. შემდეგ ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი კარტოფილი, 1 ლ წყალი  და ხარშეთ კიდევ 25 წუთის განმავლობაში.

თუ გინდათ, გულიაში უფრო სქელი გამოვიდეს, ამოიღეთ 10-12 ნაჭერი კარტოფილი, კოვზით კარგად დაჭყლიტეთ და კერძს შეურიეთ.

გემრიელად მიირთვით!