Tag Archives: ბრინჯი

სუპი სიმინდით და ლორით

18

ინგრედიენტები:

  • 100 გ სიმინდის მარცვალი
  • 100 გ ბრინჯი
  • 3 კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 დიდი წვნიანი პომიდორი
  • 2 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 200 გ ღორის ლორი
  • მარილი

მომზადება: 

კარტოფილი და ბრინჯი ცალ-ცალკე მოხარშეთ მარილიან წყალში. მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ მარილიანი წყალი. 

ლორი დაჭერით წვრილად და შებრაწეთ. გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში და დარჩენილ ცხიმში მოშუშეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი.

როდესაც ხახვი შეწითლდება, დაამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი და გააგრძელეთ მოშუშვა კიდევ 5 წუთის განმავლობაში. მოშუშული პომიდორი ჩანგლით დასრისეთ. 

მოხარშული კარტოფილი დასრისეთ და შეურიეთ წყალი. მიღებული მასა დაამატეთ ხახვსა და პომიდორს და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 15 წთ. ამის შემდეგ დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, სიმინდის მარცვლები, წიწაკა, მარილი, შემწვარი ლორი და კარგად მოურიეთ. 10 წუთში სუპი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!

ფარშირებული პომიდორი

2221

ინგრედიენტები:

  • 6 დიდი პომიდორი
  • 300 გ შერეული ფარში
  • 300 გ სოკო
  • 150 გ ხახვი
  • 30 გ ბრინჯი
  • 2 კბ ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 10 გ ოხრახუში
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • ზეთი

მომზადება:
ხახვი და სოკო დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე (საშუალო ტემპერატურაზე). 10 წუთში დაამატეთ ფარში, დასრესილი ნიორი, მარილი, ყვითელი ყვავილი, პილპილი და კარგად მოურიეთ (20-25 წუთის განმავლობაში).

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და შეურიეთ ფარშს. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, კარგად მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან.

პომიდორი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავი, ჩაის კოვზით ამოიღეთ შიდა ნაწილი და გააკეთეთ “კასრი”. პომიდვრებში მოათავსეთ ოდნავ შეგრილებული ფარში.

ფარშირებული პომიდვრები შეგიძლიათ გამოაცხოთ აირღუმელში, თუმცა ცოცხალი პომიდორითაც ძალიან გემრიელია.

🙂 🙂 🙂