Tag Archives: ბოსტნეულის სუპი

ლობიოსა და გოგრის სუპი

aa

ინგრედიენტები: 
  • 400 გ გოგრა (რბილი ნაწილი)
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 100 გ ყველი ჩედარი
  • 300 გ მოხარშული ლობიო
  • 10-12 მწვანე ხახვი
  • 100 გ ტკბილი სიმინდი (დაკონსერვებული)
  • 1/8 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. წითელი მწარე წიწაკა
  • მარილი
  • 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 100 გ არაჟანი

მომზადება:  

ლობიო მოხარშეთ 1,8 მლ ოდნავ მარილიან წყალში.
გოგრას ამოაცალეთ თესლი, დაჭერით კანიანად, მოასხით 2-3 ს.კ. წყალი და შეახვიეთ ფოლგაში. ფოლგა ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი გოგრა შეაგრილეთ, მოაშორეთ კანი და ფრთხილად დაჭერით.
ზეთიან ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. 5-6 წუთში დაამატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკის ფხვნილი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ ტომატი, კარაქი, სიმინდის ფქვილი, ძმარი და კარგად მოურიეთ.
დაახლოებით 7 წუთში მიღებულ მასას ნელ-ნელა დააამატეთ ჯერ ლობიო ნახარშ წვენთან ერთად, შემდეგ სიმინდის მარცვლები, დარიჩინი, გახეხილი ჩედარი, გოგრის ნაჭრები და მარილი. ადუღეთ 3-4 წუთი და გადმოდგით გაზქურიდან.
სუპი გაანაწილეთ თეფშებზე. თითოეულ მათგანს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!

პელმენის სუპი პომიდვრით

13

ინგრედიენტები: 

  • 20 ცალი მზა პელმენი
  • 150 გ კონსერვირებული მწვანე ლობიო
  • 300 გ შერეული ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1 ს.კ. ნიგვზიანი აჯიკა
  • 2 დიდი პომიდორი
  • 1 ჩ.კ. წითელი მწარე წიწაკა
  • 1,5 ლ წყალი
  • მარილი
  • 10 გ ბაზილიკი (ან რომელიმე სხვა მწვანილი – რეჰანი, ქინძი ან ოხრახუში)
  • 3 ს.კ. ზეთი

მომზადება:

ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთიან ქვაბში შეწითლებამდე. დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო. ხანდახან მოურიეთ.

10 წუთში ქვაბში გადაიტანეთ ფარში, კონსერვირებული მწვანე ლობიო, აჯიკა, წიწაკა, მარილი და დაჭრილი პომიდორი. მოშუშეთ კიდევ 10 წუთი და ნელ-ნელა დაამატეთ წყალი. როდესაც ადუღდება, ჩაამატეთ პელმენი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

პელმენის სუპი გადაიტანეთ თეფშებზე და გააფორმეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!