Tag Archives: ბანანი

ბანანის ოლადები

111

ინგრედიენტები:

350 გ ბანანი

60 მლ რძე

20 გ შაქარი

100 გ ფქვილი 

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

50 მლ ზეთი ოლადების გამოსაცხობად

4-5 ს.კ. თაფლი ან სიროფი

მომზადება:

ბლენდერში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი. დაუმატეთ 300 გ დაჭრილი ბანანი და გააგრძელეთ თქვეფა.

კვერცხისა და ბანანის ნარევი გადმოიღეთ ჯამში და შეურიეთ ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის. 

ოლადები გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, შეაგრილეთ. ოლადები გააფორმეთ დარჩენილი ბანანის ნაჭრებით და მოასხით თაფლი ან სიროფი.

გემრიელად მიირთვით!

Plaza Athénée-ს საკონდიტრო კოლექცია

3plazaathénéenmichalakfriday

ხშირად სასტუმროებს საკუთარი ექსკლუზიური კოლექციები აქვთ. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ოტელ Plaza Athénée-ს საკონდიტრო კოლექცია, რომელიც მსოფლიოს N1 კონდიტერად აღიარებულმა Christophe Michalak-მა შექმნა.

5plazaathénéenmichalakfriday

მისი დახვეწილი საკონდიტრო ნაწარმი გაფორმებულია ეგზოტიკურ სიროფში ამოვლებული მსხლით,  ფუნთუშები გაჟღენთილია ხილის წვენით, რომელსაც ანანასის, ფილიპინური მანგოსა და ბანანის გემო აქვს. ვანილის კრემითა და ნაღებით გაფორმებული რომიანი ფუნთუშები…

ფოტოები გემოსა და არომატის იმპერიიდან:

8plazaathénéenmichalakfriday6plazaathénéenmichalakfriday7plazaathénéenmichalakfriday4plazaathénéenmichalakfriday9plazaathénéenmichalakfriday2plazaathénéenmichalakfriday