Tag Archives: ანტიოქსიდანტი

ხახვის სასარგებლო თვისებები

30-onions

ეს ბოსტნეული უძველესი დროიდან თითქმის ყველა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ლამის პანაცეად მიიჩნეოდა.

ხახვის სარგებლიანობა

ხახვს, მისი შემადგენელი ფიტონციდების წყალობით ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ორგანიზმს დაავადებათა მიკრობების სეზონური შეტევებისგან იცავს.

onion1

ეს რკინით მდიდარი პროდუქტი ანემიის პროფილაქტიკისთვის საიმედო საშუალებაა. ხახვში ბევრია კალიუმი, ასკორბინის მჟავა და ასევე სხვა ვიტამინები და მინერალები. ახლახანს მეცნიერებმა ხახვში აღმოაჩინეს უნიკალური ნივთიერება კვერცეტინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო აქტივობით ხასიათდება. ასევე აღმოჩნდა, რომ მწარე ხახვში გაცილებით მეტი ბუნებრივი შაქარია, ვიდრე ტკბილ ვაშლსა და მსხალში – დაახლოებით 14%.

ვიტამინები ხახვში

ხახვი შეიცავს A, B და C ჯგუფის ვიტამინებს, ეთერზეთებს, ასევე კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფტორს, გოგირდს (სწორედ ამ ნივთიერების გამო აქვს ხახვს მკვეთრი სუნი) და ფლავონოიდებს.

თავიანი ხახვის სარგებლიანობა

A red onion  | location: Studio in tokyo japan | description: A red onion  | location: Studio in tokyo japanთავიანი ხახვის წვენი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ადამიანს გაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან იცავს. ხახვი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და საკვების მონელების პროცესის სტიმულირებასაც ახდენს. ამ პროდუქტს იყენებენ ჰიპერტონიის, ზოგადი სისუსტის დროს, პოტენციის გასაძლიერებლად, ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად და ასევე გასტრიტის, ჰემოროისა და დიაბეტის დროს.

თავიანი ხახვის წვენი გამოიყენება რევმატიზმის, უძილობის, ნევრასთენიის სამკურნალოდ. ცოცხალი ხახვის „ფაფა“ კარგია გრიპის, დერმატიტის, თმის ცვენის, მაზოლებისა და მეჭეჭების სამკურნალოდ და სხვათა შორის, კოღოს ნაკბენის წინააღმდეგაც.

თავიანი ხახვი გამოიყენება კოსმეტიკაშიც – ამ პროდუქტის საფუძველზე დამზადებული ნიღბები კანს კარგად წმენდს და არბილებს.

მწვანე ხახვის სარგებლიანობა

მწვანე ხახვის ფოთლებში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ბოლქვში. მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, განსაკუთრებით გაზაფხულის ავიტამინოზის დროს. 100 გრამი მწვანე ხახვი უფროსი ადამიანისთვის C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. მწვანე ხახვის ფურცლებში შედის ასევე კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. ხახვის ფოჩებში არის ასევე ქლოროფილი, რაც სისხლის რეპროდუქციას უწყობს ხელს.

green-onion_1920x1200

ახალი მწვანე ხახვი ზრდის მადას და ნებისმიერ კერძს დამატებით მომხიბლავობას მატებს.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ მწვანე ხახვი დიდხანს არ ინახება, გარდა დაჭკნობისა, პროდუქტი სასარგებლო თვისებებსაც კარგავს.

onion-01

Advertisements

პომიდორი – ბუნებრივი ანტიდეპრესანტი

tomatoes2

პომიდორი – კენკრა, რომელსაც ჩვენ ბოსტნეულს ვუწოდებთ, მთელი წლის განმავლობაში სუფრის უცვლელი წევრია. პომიდორისგან კეთდება არაჩვეულებრივი სალათები, სუპები, ის სხვადასხვა კერძებისა და სოუსების შემადგენლობაშიც შედის. შესაძლებელია პომიდვრის ფარშირება, დამჟავება, შეწვა. პომიდვრისგან მზადდება შესანიშნავი წვენი და მურაბაც კი.

პომიდვრის შემადგენლობა და კალორიულობა

პომიდორი ძაღლყურძენათა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. ამ კენკრის სამშობლო სამხრეთ ამერიკა გახლავთ.

ამ პროდუქტის შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანი და სასარგებლო ვიტამინებით მდიდარია. მასში შედის ვიტამინები B1, B9, B2, B6, A, K, E, დიდი ოდენობიათ C ვიტამინი, მინერალური მარილები: რკინა, ორგანიზმისთვის აუცილებელი იოდი, მაგნიუმი, მარგანეცი, თუთია და სხვ. პომიდორში არის ასევე ფრუქტოზა და გლუკოზა, თუმცა, მცირე ოდენობით. ლიმონის, ღვინის, ვაშლის ორგანული მჟავები და სხვადასხვა მინერალები პომიდორს მეტად სასარგებლო საკვებ პროდუქტად აქცევს.

tomatoes5

პომიდვრის წითელი ფერი მასში შემავალი ანტიოქსიდანტის – ლიკოპენის დამსახურებაა. ამ ძლიერ ანტიოქსიდანტს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ასევე აბრკოლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას. ლიკოპენს საუკეთესო შედეგი მცენარეულ ზეთთან ტანდემში აქვს, რადგან ცხიმის დახმარებით ორგანიზმი ამ ანტიოქსიდანტს უფრო კარგად ითვისებს. გარდა ამისა, პომიდორს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რადგან ფიტონციდებს შეიცავს.

tomatoes8

კვების რაციონში პომიდვრის რეგულარული ჩართვა სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევაში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნორმალიზებაში დაგეხმარებათ, განწყობას გაგიუმჯობესებთ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას დაარეგულირებს. მისი მოხმარება სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციის გარანტიაა.

პომიდორი სასარგებლოა სისხლნაკლულობის დროს, ზოგადი სისუსტისას, დაცემული მჟავიანობის. გასტრიტის დროს და თირკმელების სხვადასხვა დაავადებისას.

პომიდორი, როგორც წესი, წითელ ფერთან ასოცირდება, ამ დროს კი ის შეიძლება იყოს ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე, თეთრი და ლურჯიც კი.

tomatoes6

პომიდვრის კალორიულობა და ტომატის წვენი

პომიდორი და მისი წვენი გახდომის მსურველთათვის შეუცვლელი დამხმარეა. მისი კალორიულობა ხომ პროდუქტის 100 გრამზე სულ რაღაც 20-25 კილოკალორიაა.

პომიდორი სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს, მასში შემავალი „ფარული სითხის“ წყალობით პროდუქტს ბევრს ვერ მიირთმევთ. პომიდორი ამცირებს შიმშილის გრძნობას და ძალიან კარგად მოქმედებს ორგანიზმის ცვლის პროცესებზე. ამიტომაც ზედმეტ წონასთან გამოთხოვების მსურველთათვის რეკომენდებულია განტვირთვის დღეების პომიდვრით მოწყობა, როცა საჭიროა ერთი ლიტრი ახლადგაწურული პომიდვრის წვენის დალევა ან ორ კილოგრამამდე პომიდვრის 5–6 ნაწილად მირთმევა.

tomatoes7

სამკურნალო თვალსაზრისით პომიდორი შეუცვლელია ღვიძლის დაავადებებისას. სისხლის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ტომატის წვენის მიღება, მხოლოდ წვენი აუცილებლად ახლადგაწურული უნდა იყოს. სასარგებლოა პომიდორი გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისას, ის საგრძნობლად ამაგრებს ძარღვების კედლებს, ხელს უწყობს სისხლის სწორ მიმოქცევას, კურნავს თავის ტკივილს, ზრდის სეროტონინის დონეს. პომიდვრის მიღება რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას. ის ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს. პომიდვრის ხშირი მირთმევა მამაკაცებში პროსტატის დაავადების რისკს ამცირებს. პომიდორი თერმული და მზის დამწვრობის დროს სამკურნალო მიზნით გამოიყენება.

პროფილაქტიკის ან ზოგიერთი დაავადების მკურნალობის მიზნით პომიდვრის მიღებისას უნდა გახსოვდეთ, რომ მისი სასარგებლო თვისებების განეიტრალება სახამებლისა და ცილების მაღალი შემცველობის საკვებს შეუძლია.

და კიდევ – პომიდორი ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.

tomatoes9

უკუჩვენებები

ამდენი სასარგებლო თვისების მიუხედავად, პომიდვრის მოხმარებას უკუჩვენებებიც აქვს.

პირველ რიგში, პომიდვრის მირთმევისას ფრთხილად უნდა იყვნენ მომატებული მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის მქონე ადამიანები.

tomatoes10

ნუ გაგიტაცებთ პომიდორი და მისი წვენი, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ.  პომიდვრის წვენი მხოლოდ ჭამის შემდეგ დალიეთ, არავითარ შემთხვევაში ცარიელ კუჭზე. გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს ერიდეთ კონსერვირებული პომიდვრის მირთმევას.

tomatoes1