Tag Archives: ალუბალი

ალუბლის ტარტი

58ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 330 გ ფქვილი
  • 220 გ ნაღების კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 4 ს.კ. წყალი
  • 1 კვერცხის გული

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 500 გ ალუბალი კურკის გარეშე
  • 190 მლ წყალი
  • 100 გ შაქარი
  • 2 ს.კ. სახამებელი

მომზადება

ჯამში მოათვსეთ ფქვილი, დანით ჩაათალეთ ნაღების კარაქი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და წყალი. კარგად აურიეთ და მოზილეთ. შემდეგ ხელით შეკარით ცომი და გააკეთეთ გუნდა. ცომს გადააფარეთ ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

ქვაბში ჩაასხით 190 მლ წყალი და აადუღეთ; ჩაყარეთ ალუბალი და ხარშეთ 10 წუთი დაბალ ტემპერატურაზე. ნელ-ნელა დაამატეთ შაქარში შერეული სახამებელი და თან მუდმივად ურიეთ.

გააგრძელეთ მორევა კიდევ 6-7 წუთის განმავლობაში (ისევ დაბალ ცეცხლზე). უნდა მიიღოთ ჟელეს მსგავსი მასა.

ალუბალი გადმოიღეთ გაზქურიდან და გააცივეთ.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით ორ ნაწილად – 5/6 – 1/6-ზე.

დიდი ზომის ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და მოათავსეთ ფქვილმოყრილ ფორმაზე და კარგად მიამაგრეთ კიდეებზე. ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით. დარჩენილი ცომიც გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით ზოლებად.

ცომიან ფორმაში ჩაასხით ალუბლის ნარევი. ცომის “ზოლები” ჯვარედინად დააფინეთ ტარტზე და წაუსვით 1 ს.კ. წყალთან ერთად მოთქვეფილი კვერცხის გული.

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ ცომი არ გახდება ოქროსფერი.

გემრიელად მიირთვით!

Advertisements

ბრაუნი ალუბლით და ხაჭოთი

44ინგრედიენტები:

  • 100 გრამი შავი შოკოლადი
  • 120 გ ნაღების კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 150 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვირებელი
  • 300 გ ხაჭო
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 300 გ ალუბალი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება:

შოკოლადი დატეხეთ და გაადნეთ კარაქთან ერთად ორთქლზე.

2 კვერცხი, 50 გ შაქარი, ვანილის შაქარი და მარილი ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ შეგრილებული კარაქისა და შოკოლადის მიქსი; გააგრძელეთ თქვეფა. 5-6 წუთში დაამატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი, ათქვიფეთ მიქსერით ყველაზე დაბალ სიჩქარეზე ან, უბრალოდ, აურიეთ ხის კოვზით. 

ხაჭოს კრემისთვის ხაჭოს შეურიეთ 100 გ შაქარი და 2 კვერცხი, დააბლენდერეთ ისე, რომ კრემისებური მასა მიიღოთ.

მაღალ საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, ძირსა და კედლებზე წაუსვით ნაღების კარაქი.

ჩაასხით ცომის მესამედი და გადაანაწილეთ, ზემოდან დაასხით ხაჭოს კრემის ნახევარი, დააწყვეთ კურკაგამოცლილი ალუბლის ნახევარი. შემდეგი ფენა ისევ ცომის მესამედი იქნება, რომელზეც მოთავსდება კრემის მეორე ნახევარი, ალუბალი და ბოლოს, ცომის მესამე ნაწილი.

გამოაცხვეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.

როდესაც ბრაუნი გამოცხვება, ფორმაშივე გააგრილეთ.

გემრიელად მიირთვით 🙂