Tag Archives: აირღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

კარტოფილი ყველით და არაჟნით

ინგრედიენტები: 

  • 800 გ კარტოფილი;
  • 300 გ ჭყინტი ყველი;
  • 2 თავი ხახვი;
  • 400 გ არაჟანი;
  • 4 კვერცხი;
  • მწვანილი;
  • მარილი;
  • 8 ს.კ. ზეთი.

მომზადება: 

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად; ყველი ხელით დაფშვენით და ისიც სამ ნაწილად გაყავით; კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და გაყავით ორ ნაწილად.

ცეცხლგამძლე ჭურჭელს მოასხით ზეთის ნახევარი და მჭიდროდ დააფინეთ კარტოფილი და მოაფრქვიეთ ცოტა მარილი, ზემოდან დაალაგეთ ხახვის ერთი ფენა, შემდეგ გახეხილი ყველის 1/3 და მოასხით კვერცხთან ერთად ათქვეფილი არაჟნის ნახევარი.

შემდეგი ფენა კარტოფილი იქნება, პლუს ხახვი, ყველი, არაჟნის მეორე ნახევარი, ბოლოს კი ისევ კარტოფილი და გახეხილი ყველი. მიღებულ მასას ზემოდან მოასხით დარჩენილი ზეთი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად.

30 წუთში კერძი მზადაა. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, ქინძი ან მწვანე ხახვი) და გემრიელად მიირთვით!

1

ყველისა და კარტოფილის “ნამცხვარი”

5

ინგრედიენტები:

  • 600 გ კარტოფილი
  • 400 გ ყველი
  • 200 გ არაჟანი
  • 1 თავი ხახვი
  • 3 კვერცხი
  • 2-3 ღერი კამა
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 50 გ კარაქი

მომზადება: 

კარტოფილი ნახევრად მოხარშეთ კანიანად, ოდნავ შეაგრილეთ და გაფცქვენით.

კვერცხი ათქვიფეთ მიქსერით, შეათქვიფეთ არაჟანი. ჩაახეხეთ ნახევრად მოხარშული კარტოფილი, ყველი და კარაქი.

ინგრედიენტები კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ზეთმოსხმულ ცეცხლგამძლე ფორმაში.

გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში დაახლოებით 18-20 წუთის განმავლობაში.

ბოლოს მოაყარეთ წვრიკად დაჭრილი კამა.

გემრიელად მიირთვით გახუხულ პურთან ერთად 😉 😉