Category Archives: Uncategorized

კარლ უორნერის ფუდარტი

1

ლონდონელი ფოტოგრაფი კარლ უორნერი Carl Warner არაჩვეულებრივად რეალისტური პეიზაჟების შესაქმნელად სხვადასხვა საკვებ პროდუქტს იყენებს.  პურის ქერქი მის ნამუშევრებში მთებად იქცევა, კიტრი ხის ღერო, ხოლო კომბოსტო,  ბროკოლი და სხვადასხვა მწვანილი – ფოთლები. 

2

უორნერი და მისი ასისტენტები პროდუქტების ელემენტების გამოყენებით ზედმიწევნით ზუსტად აგებენ პეიზაჟის თუ შენობების სტრუქტურას – ბოსტნეულით და სხვა საკვები პროდუქტებით შექმნილი ტაჯ მაჰალი, ჩინეთის დიდი კედელი, ლონდონის ქუჩები თუ უდაბნოები არაჩვეულებრივად რეალისტურია.

3

ასევე იდეალურდაა შესრულებული ადამიანების ფიგურები – გონდოლიერიდან დაწყებული კოვბოით დასრულებული. 

დაათვალიერეთ კარლ უორნერის არაჩვეულებრივი გამოფენა ჩვენს გალერეაში:

4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 30 33

კარტოფილის კრემსუპი ბეკონით და პარმეზანით

18

ინგრედიენტები:

  • 600 გ კარტოფილი
  • 200 გ ბეკონი
  • 300 გ ყველი პარმეზანი
  • 200 მლ არაჟანი
  • 2 თავი ხახვი
  • 500 მლ რძე
  • 60 გ კარაქი
  • 4-5 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • 4 ს.კ. ზეთი

მომზადება: 

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.

ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში, სანამ ოდნავ შეყავისფრდება. გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში და დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ბეკონი დაჭერით და შეწვით. ოხრახუში დაჭერით ძალიან წვრილად.

მოხარშული კარტოფილი გადმოიღეთ ჯამზე დაამატეთ კარაქი და მოამზადეთ პიურე. ბლენდერით ნელ-ნელა შეათქვიფეთ ჯერ ხახვი, შემდეგ არაჟანი და ბოლოს რძე. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ყველის 2/3 და წამოადუღეთ და 2-3 წუთში გადმოდგით გაზქურიდან.

სუპი გადაანაწილეთ თეფშებზე, თითოეულ მათგანს დაამატეთ გახეხილი ყველი, ბეკონის ნაჭრები და ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!