Category Archives: სხვადასხვა

კარტოფილი ყველით და არაჟნით

ინგრედიენტები: 

  • 800 გ კარტოფილი;
  • 300 გ ჭყინტი ყველი;
  • 2 თავი ხახვი;
  • 400 გ არაჟანი;
  • 4 კვერცხი;
  • მწვანილი;
  • მარილი;
  • 8 ს.კ. ზეთი.

მომზადება: 

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად; ყველი ხელით დაფშვენით და ისიც სამ ნაწილად გაყავით; კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და გაყავით ორ ნაწილად.

ცეცხლგამძლე ჭურჭელს მოასხით ზეთის ნახევარი და მჭიდროდ დააფინეთ კარტოფილი და მოაფრქვიეთ ცოტა მარილი, ზემოდან დაალაგეთ ხახვის ერთი ფენა, შემდეგ გახეხილი ყველის 1/3 და მოასხით კვერცხთან ერთად ათქვეფილი არაჟნის ნახევარი.

შემდეგი ფენა კარტოფილი იქნება, პლუს ხახვი, ყველი, არაჟნის მეორე ნახევარი, ბოლოს კი ისევ კარტოფილი და გახეხილი ყველი. მიღებულ მასას ზემოდან მოასხით დარჩენილი ზეთი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად.

30 წუთში კერძი მზადაა. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, ქინძი ან მწვანე ხახვი) და გემრიელად მიირთვით!

1

სოკო ყველით და ისპანახით

ინგრედიენტები:

  • 500 გ სოკო პორტაბელო (მხოლოდ ქუდები);
  • 300 გ ფეტა;
  • 200 გ ისპანახი;
  • 1 კვერცხი;
  • 15 გ მწვანე ქონდარი;
  • 30 გ დარბილებული კარაქი;
  • 4 ღერი მწვანე ხახვი;
  • შავი პილპილი;
  • 6-7 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადება:

ისპანახს მოაშორეთ ღეროები და მოხარშეთ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. გადმოღეთ თუშფალანგზე, გადაწურეთ და როდესაც შეგრილდება, ხელითაც გაწურეთ.

გაწურული ისპანახი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. ჩაახალეთ კვერცხი, დაამატეთ ფეტა, დარბილებული კარაქი, დანაყული ქონდარი და ხელით კარგად ასრისეთ.

თუნუქის ფურცელზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაალაგეთ სოკოს ქუდები და შედგით აირღუმელში 20 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. ამის შემდეგ თითოეულ სოკოზე კოვზით მოათავსეთ ფეტასა და ისპანახის ნაზავი, შეაბრუნეთ აირღუმელში 5-7 წუთით. 

მზა სოკოს მოაყარეთ ახლად დაფქული შავი პილპილი და გააფორმეთ მწვანე ხახვით ან/და ქონდრის ღეროებით.

1-3