Category Archives: სენდვიჩები

ცხელი ბუტერბროდი ყველით და ბეკონით

3

ინგრედიენტები 4 პორციისთვის:

  • 4 პატარა ჭვავის პური
  • 200 გ ყველი
  • 2 კვერცხი
  • 4 პატარა პომიდორი
  • 100 გ ბეკონი
  • 20 გ კარაქი
  • 2 ღერი მწვანე ხახვი
  • შავი პილპილი

მომზადება: 

პომიდორები დაჭერით 3-4 ნაჭრად; მწვანე ხახვი და ბეკონი დაჭერით წვრილად.

ყველი დაფშვენით ხელით, ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ დაჭრილი ბეკონი, მწვანე ხახვი, შავი პილპილი, კარგად აურიეთ და გაყავით 4 ნაწილად.

პურებს ამოუღეთ გული და წაუსვით კარაქი; “ფსკერზე” დაალაგეთ პომიდორის ნაჭრები. ზემოდან კი მოათვსეთ ყველის ნაზავი. 

გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 8-10 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ბრუსკეტა სოკოთი და ყველით

02ინგრედიენტები 4 ბრუსკეტასთვის: 

  • 4 ნაჭერი პური
  • 20-24 სოკო (ქამა ან პორტაბელო)
  • 1 პომიდორი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 170 გ მოცარელა
  • მარილი
  • პილპილი
  • 4 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო

მომზადება: 

სოკო კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში; 

პურის თხელ ნაჭრებს მოასხით თითო ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 

მოამზადეთ სოუსი: პომიდორი და ტკბილი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ, შეურიეთ ცოტა მარილი, ძმარი და კოვზით კარგად აურიეთ.

ზეთმოსხმულ ბრუსკეტას კოვზით წაუსვით პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ნაზავი; მჭიდროდ დაალაგეთ სოკოები და მოცარელას ნაჭრები.

გამოაცხვეთ აირღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ ახლად დაფქვილი შავი პილპილი.

გემრიელად მიირთვით!