Category Archives: საოჯახო ტექნიკა

მოდულური სამზარეულო

1-KitchenScape

კომპანიამ Astros Studios მოდულური სამზარეულო აღჭურვილობა KitchenScape წარმოადგინა.

2-KitchenScape

მოდულური სამზარეულო KitchenScape შედგება სამზარეულოს ტექნიკისა და მოწყობილობებისგან, რომლებიც ერთმანეთზე ფიქსირდება და პირველ რიგში, ნაკლებ სივრცეს იკავებს და მეორეც, ერთმანეთში გადახლართულ ათასნაირ კაბელს გამორიცხავს.

3-KitchenScape

მოდულურ სამზარეულოში ყველა მოწყობილობა – ყავის მადუღარა, ტოსტერი, წვენსაწური და ჩაიდანი ერთმანეთს უერთდება. ელექტროობა ერთიდან მეორეში გადის, ასე რომ, ამ ოთხი საგნის ელექტროობაში შესაერთებლად მხოლოდ ერთი შტეფსელია საჭირო.

4-KitchenScape

ამ ეტაპზე KitchenScape მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ თუ Astros Studios-ს წარმატებულ ისტორიას გავითვალისწინებთ, მალე ამ პროექტის მასობრივი განხორციელებითაც დაინტერესდება  ვინმე.

5-kitchenScape6-KitchenScape7-KitchenScape8-KitchenScape

Astros Studios-ს სათავო ოფისი სან ფრანცისკოში მდებარეობს. მომავლის სამზარეულომდე კომპანიამ სათამაშო სისტემა Xbox 360 და მედიაფლეერი – Boxee Box-ის  კონცეფციები შეიმუშავა.

Astros Studios-ს დევიზია: All missions possible.

კომპანიის ოფიციალური ვებსაიტია: astrostudios.com

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაცივრის ყიდვისას

2-fridge

დღეს მაცივარი იმდენად ჩვეული ნივთია, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ ახერხებდა ადრე ხალხი მის გარეშე ცხოვრებას.

არც კი ვფიქრობთ, რამდენი დროის ეკონომიას გვიკეთებს ეს ნივთი. არითმეტიკა კი ძალიან მარტივია – თუ მაცივარში ერთი კვირის სამყოფ პროდუქტებს შეინახავთ, მაღაზიაში ყოველდღე წასვლა არ მოგიწევთ. არც ყოველდღე მზარეულობა გჭირდებათ, მაცივრის ტემპერატურა მომზადებულ სადილს რამდენიმე დღე ინახავს.

გამოდის, რომ დღეში სულ მცირე ორი საათი თავისუფალი დრო გვიჩნდება. თუ ამ დროს მთელ წელიწადზე ვიანგარიშებთ, 20 დღე გამოვა.

1-fridge

მაცივარი პროდუქტის შენახვისთვის ყველა პირობას უნდა უზრუნველყოფდეს. მოსაზრება, რომ რაც მაღალია მაცივარში ტემპერატურა, მით უფრო კარგია, მცდარია.

ზოგიერთი პროდუქტი საგემოვნო თვისებებს მხოლოდ გარკვეულ ტემპერატურაზე ინარჩუნებს და ეს ნიშნული ყველა პროდუქტისთვის სხვადასხვაა.

ამიტომაც ძველი მაცივრები ახალი მოდელის მაცივრებმა ჩაანაცვლა, რომელთაც რამდენიმე ტემპერატურული რეჟიმი აქვს. ეს საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის პროდუქტი: ხორცი, მწვანილი, რძე და ა.შ. ერთნაირად ხარისხიანად შევინახოთ.

black-fridge-collection

მაცივრის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ: მაცივრის ზომას, კამერების რაოდენობას და მათ შიდა მოცულობას, გაყინვის სისტემასა და რასაკვირველია, ფასს. ასევე მნიშვნელოვანია კომპრესორების რაოდენობა და მაცივრის შიდა დიზაინი.

დღეს ბაზარზე არსებული მაცივრები ხუთ მთავარ ჯგუფად იყოფა:

კომპაქტური მაცივარი, ზომით 85-დან 160 სმ-მდე. ამ ჯგუფის მაცივრები დაბალი, ვიწრო ან უბრალოდ, ერთკამერიანია.

fridgemaster-larder-fridge

აზიური ტიპის – ღრმა მაცივარი, რომელსაც საყინულე კამერა ზედა ნაწილში აქვს.

as-red-fridge

ევროპული ტიპის –  მაცივარი ორი საყინულე კამერით – ერთი საყინულე ზემოთ, მეორე ქვემოთ, ან ორივე ქვემოთ.

eu-fridge-design

ამერიკული ტიპის – ამ მაცივრებს დიდი ზომის საყინულე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს აქვს.

us-fridge-open

მობილური, ე.წ. საპიკნიკე მინი-მაცივრები, რომელთა  გადატანა მარტივადაა შესაძლებელი.

Mini_Fridge

მაცივრის ყიდვისას მისი გარეგნული ზომის გარდა, შიდა კამერების მოცულობაც გასათვალისწინებელია, თუმცა, ამ არჩევნის გაკეთება ხანდახან რთული ამოცანაა. თუ თქვენი სამზარეულო პატარაა, ოჯახი კი დიდი, პატარა მაცივარმა აუცილებელი პროდუქტები შეიძლება არ დაიტიოს.

electrolux_flatshare_fridge