Category Archives: საოჯახო ტექნიკა

დაამზადე ლუდი 7 დღეში!

WilliamsWarn-Personal-Brewery-6

ბოლოს და ბოლოს, ახდა იმ ადამიანების ოცნება, რომელთაც საკუთარ სახლში საკუთარი საფირმო ლუდის მომზადების სურვილი ჰქონდათ –  ხარისხიანი ლუდის მომზადება WilliamsWarn-ის სახლის ლუდსახარში 7 დღეშია შესაძლებელი.

williamswarn2

 

მინი ლუდსახარში WilliamsWarn ლუდის ტექნოლოგის იენ უილიამსისა და საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების ინჟინერის ანდერს უორნის მიერ შეიქმნა.

WilliamsWarn-Personal-Brewery-4

სახლის ლუდსახარშს  ექვსი მთავარი ტექნოლოგიური თავისებურება ახასიათებს, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ფუნქიცურად სრულყოფილი ლუდის სახდელი მოწყობილობის შექმნა გახადა შესაძლებელი.

WilliamsWarn საშუალებას აძლევს როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს,  სრულიად ახალი ლუდი ენერგიის მინიმალური დანახარჯით მოხარშონ.

მოწყობილობა შედგება ლუდსახარშის რეზერვუარისგან, გაცივების სისტემისა და მართვის პანელისაგან. დამზადებულია ხარისხიანი უჟანგავი რკინისგან. ლუდსახარშის ღირებულება 4400 დოლარია.

WilliamsWarn-Personal-Brewery-3

Advertisements

მობილური გრილ-ბარი BONGOS BEER: ყველაფერი ერთში

სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების პორტატულობა და მობილურობა მნიშვნელოვნად ზრდის მათი გამოყენების პოტენციალს, ამიტომ კომპანიამ Alpina შექმნა ბარი და გრილი ბორბლებზე Bongos Beer Bar.

5

მოდური დიზაინის კარადას ოთხი ბორბალი აქვს, რომელთაც სხვადასხვა ტიპის საფარზე გადაადგილება შეუძლია.

ეს მოწყობილობა იდეალურია წვეულებების მოსაწყობად, რადგან მასზე შეიძლება მომზადდეს ბარბექიუ და ცივი სასმელები.

2

Bongos Beer Bar-ზე ასევე დამონტაჟებულია ლუდის ჩამოსასხმელი პროფესიონალური ონკანი.

1

მობილურ ბარში ჩაშენებულ მაცივარს ლუდის რამდენიმე საათის განმავლობაში გაცივების საშუალება აქვს მაშინ, როცა ენერგოკვების წყაროზე არაა მიერთებული.

ბარი 120 კილოგრამს იწონის და 8 კილოგრამი ყინული შეუძლია დაიტიოს.

Bongos Beer Bar-ის ფასი 11 300 აშშ დოლარია.

34