Category Archives: სამზარეულოს დიზაინი

25 იდეა ფუნქციური სამზარეულოსთვის

არც კი ვიცი, რამხელა სამზარეულო უნდა მქონდეს, რომ მთელი ჩემი “არსენალი” – ჭურჭელი, ქვაბები, ტაფები, გაჯეტები და ძმანი მათნი დავატიო და, ბოლოს და ბოლოს, წესრიგი დავამყარო!

დიდი სამზარეულო ოთახი ასევე დიდი და ტევადი გარნიტურიანად ამ დილემის გადაჭრაში ვერ დამეხმარა – ყველაფერი ისევ უსისტემოდაა დალაგებული და ისევ ვერასდროს ვპოულობ საჭირო ნივთს.

ამ თემაზე მომავალში უფრო დეტალურად დავწერ, ახლა კი საკუთარი თავისა და შესაძლოა/იმედია თქვენი შთაგონებისთვისაც რამდენიმე საინტერესო იდეა მოვძებნე – როგორ შეიძლება სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტების ისე ორგანიზება, რომ ყველაფერი იოლად მისაგნები იყოს.  

a1 a2 a3 a4 a5 a6 a7 a8 a9 a10 a11 a12 a13 a14 a15

aa1 aa2 aa4 aa5 aa6 aa7 aa8 aa9 aa13 aa14

მყუდრო და მოხერხებული სამზარეულო

სამზარეულო, რომელსაც დღეს დავათვალიერებთ, მხოლოდ და მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებს, რადგან ესაა ოთახი, სადაც არის ყველაფერი, რაც კარგ დიასახლისს სჭირდება 😉 😉

3საკმაოდ დიდი ფართობის სამზარეულო ტიხრით ორ ნაწილად – სამუშაო და სასადილო ზონებად არის გაყოფილი. ფერთა გამა სადა და ეფექტურია – თეთრი, კრემისფერი და ყავისფერი მწვანე დეტალებით.

9
ერთი სიტყვით, ყველაფერი ესთეტიკური, მოსახერხებელი, ფუნქციური და მყუდრო გამოვიდა – ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ფუნქციურობის მიღწევა ესთეტიკური შემადგენლის დაკარგვის გარეშე მოხერხდა.

1 2 4 5 6 7 8 10 11 12 13