Category Archives: სალათები და ბოსტნეული

ბოსტნეულის სალათი ძმრით

4

ინგრედიენტები:

  • 1/2 თავი კომბოსტო
  • 1 დიდი სტაფილო
  • 2 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 25 გ მწვანე ქინძი
  • მარილი
  • 4 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება: 

სტაფილო და კომბოსტო დაჭერით თხელ ნაჭრებად. ტკბილ წიწაკას გამოაცალეთ თესლი და ისიც დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად. ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მწვანე ქინძის ფოთლები, მარილი და აურიეთ. 

ძმარი და ზეთი აადუღეთ პატარა ქვაბში. ოდნავ შეაგრილეთ, მოასხით სალათს და აურიეთ ხის კოვზით. გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთი და გემრიელად მიირთვით!

🙂 🙂 🙂

როგორ “გამოვაცხოთ” ნიორი

1

კანიანად შემწვარ ან მოხარშულ ნიორს ჩვენთან იშვიათად ამზადებენ, თუმცა ზოგიერთ ნაციონალურ სამზარეულოში ის საკმაოდ ხშირად გამოიყენება – როგორც სხვადასხვა საჭმლის (მაგ. ტაჯიკური ფლავის) ინგრედიენტად, ისე დამოუკიდებელ კერძად. 7

ამ პოსტში მინდა გაჩვენოთ, როგორ უნდა გამოაცხოთ ნიორი აირღუმელში.

დაგჭირდებათ: ზეითუნის ზეთი (ან კარაქი), მარილი, სურვილის შემთხვევაში, შავი პილპილი და ალუმინის ფოლგა.

მომზადება: 

ნიორი კანიანად კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. მოაჭერით ზედა ნაწილი – დააახლოებით 1/5.

3

დაალაგეთ ფოლგაზე და მოასხით ზეითუნის ზეთი (ან დაადეთ ნაღების კარაქის პატარა ნაჭერი).  შეგიძლიათ მოაყაროთ შავი პილპილიც. ფოლგას თავი მოუკარით, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში დაახლოებით 30-35 წუთის განმავლობაში.

მზა ნივრის კბილები დააცალკევეთ და ფრთხილად მოაშორეთ კანი. მიიღებთ კარაქისმაგვარ მასას, რომელიც შეგიძლიათ პურზე გადაუსვათ ან მიირთვათ ბრინჯთნ და ხორციან კერძებთან ერთად.

😉 😉