Category Archives: რესტორნები

მაკდონალდსის რესტორანი ლონდონში

1

ლონდონის McDonald’s-ის ფლაგმანური რესტორანი, რომელიც ქალაქის ცენტრში, ოქსფორდ-სთრითზე მდებარეობს, უჩვეულო დიზაინითა და კონცეფციით გამოირჩევა.4

რესტორნის დიზაინის პროექტმა, რომელიც კომპანია SHH-ს ეკუთვნის, უამრავი ჯილდო დაიმსახურა.

რადიკალურად ახალი კონცეფციის სამსართულიანი რესტორანი მომხმარებლის სწრაფად მომსახურებაზეა ორიენტირებული. პირველი სართულიდან, სადაც შეკვეთების მიღება ხდება, დერეფნის გავლით მეორე სართულზე შეიძლება ასვლა. დერეფანს მარჯვენა მხრიდან წითელი შუშის კედელი აქვს, რომლის მორბენალ სტრიქონზეც “მაკდონალდსის” სლოგანები ისახება.

2

3

მთლიანობაში რესტორანი სამ ბლოკად არის გაყოფილი, რომელთაგან თითოეულს თავისი სტილი და დანიშნულება აქვს. სარდაფში სასადილო ზონაა მოწყობილი – აქ სტუმარს შეუძლია წყნარ ატმოსფეროში მიირთვას და დაისვენოს.

5

პირველ სართულზე ექსპრეს მომსახურებაა, ამიტომ ვისაც ეჩქარება, აქ შემოდის.

3

რაც შეეხება რესტორნის მეორე სართულზე განლაგებულ დარბაზს, ის McDonald’s-ის რესტორნების სპეციფიკის რადიკალური ცვლის ნიმუშია. დარბაზში მოწყობილია ბარი, რომელსაც ფლირტ-ბარს უწოდებენ. ის მეგობრების წრეში დროის გასატარებლად თუ ახალი ნაცნობების შესაძენად მოსული თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილია. აქვე დამონტაჟებულია ტელევიზორები და Playstation 2-ის მიმღებები.

6

7

8 9

Advertisements

იაპონური რესტორანი Tsujita ლოს ანჯელესში

1

ლოს ანჯელესში (აშშ) მდებარე არაჩვეულებრივი რესტორნის – Tsujita-ს დიზაინი იაპონელ დეკორატორს ტაკეში სანოს (Takeshi Sano) ეკუთვნის.

2რესტორნის განსაკუთრებულობას ჭერის არასტანდარტული დიზაინი განაპირობებს – მასზე ათეულობით ათასი ხის ჯოხია დამაგრებული, რომლებიც ღრუბლების კონტურს ქმნის.

3

ამგვარი პროექტის განხორციელების იდეა იაპონელ დიზაინერს, როგორც თავად ამბობს, “ცამ შთააგონა”.

4

იაპონიაში არსებობს ტაძარი იზუმო, რომლის თავზეც, როგორც ამბობენ, “ყველაზე ლამაზი ცა და ღრუბლებია”. სწორედ ამ სურათით იყო შთაგონებული ტაკეში სანო ლოს ანჯელესის რესტორნის დიზაინის პროექტის შექმნისას.

5

რესტორნის ჭერზე ცის ილუზიის შესაქმნელად სანოს 25 ათასი ხის ჯოხი დასჭირდა. 

6 7 8 9 10 11 12 13 14 15