Category Archives: პასტა და ცომეული

სენდვიჩ-არტი Funky Lunch-ისგან

funkyLunchSandwichesfridayge

ცხვარი შონი, სპანჯ ბობი, თევზი ნემო, ჰელოუ ქითი – ლამაზი და გემრიელი ბუტერბროდების გმირები. თქვენ რომელს ამოირჩევდით საუზმისთვის?

1spongebobfuncyfriday

კომპანია Funky Lunch იმისთვის შეიქმნა, რომ გაეკეთებინათ ორიგინალური სენდვიჩები, რომლებსაც ჭირვეული და უჭმელი ბავშვებიც კი სიამოვნებით მიირთმევდნენ.

2giraffefuncyfriday

„ყველამ ვიცით, როგორი სტრესია ზოგჯერ ბავშვისთვის კვების პროცესი – მალე ბეზრდებათ და შემდეგ ჭამას დიდი ჩხუბით ამთავრებენ. ახალ თაობას შთაგონება სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით მათ და რამე საინტერესო და სრულიად ახალი  მოგვეფიქრებინა“.

3pianofuncyfriday

Funky Lunch ინტერნეტში 2009 წელს გამოჩნდა და მისმა პროდუქციამ მალევე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ სენდვიჩების რეცეპტების წიგნიც გამოუშვეს. მისი ყიდვა შესაძლებელია amazon-სა და კომპანიის ვებსაიტზეც.

ამჟამად კომპანია ახალი სახალისო და საგანმანათლებლო ბრენდის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებასასა და ხალისიანად ჭამაში დაეხმარება.

4chiakelafuncyfriday

4chiakelafuncyfriday

Funky Lunch ასევე ატარებს ტრენინგებს – Creative Food Workshops, რომლებიც ბავშვებს ახალი საკვები პროდუქტების აღმოჩენასა და კრეატიული კულინარული იდეების განვითარებაში ეხმარება.

Funky Lunch-ის მხიარული სენდვიჩები

8monsterfuncyfriday7pigfuncyfruday6chiachiafuncyfriday5fishfuncyfrida

ნივრიანი ბრუსკეტა

garlicbruschetta

ნივრიანი ბრუსკეტა (Bruschetta) – ეს არის ნამდვილი იტალიური ნივრიანი პური. ხშირად მას კარაქსა და სხვადასხვა ტიპის ყველთან ერთად მიირთმევენ. მთავარი ეშმაკობა ბრუსკეტას მომზადებისას ისაა, რომ შეწვისას ნიორი მაშინვე ამოიღოთ, როგორც კი შიშხინს დაიწყებს. საჭიროა, რომ ნიორი იყოს მხოლოდ ოდნავ შეყავისფრებული, ცომს სასიამოვნო გემო მისცეს და არ გაამწაროს.

რადგანაც ამ პურის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი ხარისხიანი იყოს, ხოლო ნიორი – ახალი. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა წვრილად დაჭრილი ოხრახუში და როზმარინი სუფრასთან მიტანის წინ, მაგრამ მე მხოლოდ ნივრითა და ზეითუნის ზეთით მირჩევნია.

ინგრედიენტები:

  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1/3 ჭიქა წმინდა ზეითუნის ზეთი
  • 4 ნაჭერი პური
  • ზღვის მარილი (საკვები)
  • ახლად დაფქვილი შავი პილპილი

მომზადება:

დაჭერით ნიორი ძალიან თხელ ნაჭრებად.

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და ჩაყარეთ ნიორი. როგორც კი ნიორი შიშხინს დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან.

პურის ნაჭრები შებრაწეთ გრილზე ან აირღუმელში, სანამ არ შეყავისფრდება.

დაასხით ზეითუნის ზეთი ყველა ნაჭერს ორივე მხარეს. ასევე დარწმუნდით, რომ ნიორი ორივე მხრიდან კარგად წაესვა.

მოაფრქვიეთ ცოტა ზღვის მარილი, ახლად დაფქვილი შავი პილპილი და გემრიელად შეახრამუნეთ :) :)