Category Archives: ნაციონალური სამზარეულო

სპაგეტი ტეფტელებით და პომიდვრის სოუსით

2

ინგრედიენტები:

  • 500 გ საქონლის ფარში
  • 3 თავი ხახვი
  • 4 კბ ნიორი
  • 100 გ ბრინჯი
  • 1 ს.კ. ტომატი
  • 1 კვერცხი
  • 1,5 ლ საქონლის ხორცის ბულიონი
  • 2 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 2 დიდი პომიდორი
  • 5-6 ღერი ოხრახუში
  • 1 შეკვრა სპაგეტი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი

მომზადება: 

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი.

საქონლის ფარშში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ 2 კბ დასრესილი ნიორი, მარილი, 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა, 1 გატარებული ან ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და ბრინჯი. კარგად აზილეთ, დაამზადეთ ტეფტელები და დაალაგეთ ზეითუნის ზეთმოსხმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე.

აირღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ტეფტელები 20-25 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ პომიდვრის სოუსი: 2 თავი ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. როდესაც ხახვი შეყავისფრდება, დაამატეთ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი, 2 კბ დასრესილი ნიორი, 1 ჩ.კ. წიწაკა, მარილი და კარგად აურიეთ. მოშუშეთ საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში.

პარალელურად  მოხარშეთ სპაგეტი საქონლის ხორცის ბულიონში (შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-3 ბულიონის ბრიკეტი). გადაწურეთ თუშფალანგზე და მოათავსეთ თეფშზე. დააწყვეთ ტეფტელები და პომიდვრის ცხელი სოუსი. მოაყარეთ ოხრახუშის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

ქათმის ფილე სეზამის მარცვლებით

17

ინგრედიენტები: 

  • 600 გ ქათმის ფილე
  • 4-5 ღერი მწვანე ხახვი
  • 20 გ სეზამის მარცვალი
  • 7 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 3 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი

მომზადება: 

ქათმის ფილე მოხარშეთ, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ.

მოამზადეთ სოუსი: ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ ხის კოვზით. შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ  სოიოს სოუსი, ბალზამიკო, სახამებელი, პილპილი და ერთხელ წამოადუღეთ (თან მუდმივად ურიეთ). სოუსი უნდა მომზადდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე. 

დაჩეჩილი ქათმის ფილე ჩაყარეთ სოუსში და სწრაფად აურიეთ. 1 წუთში კერძი მზადაა.

ხორცი გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ სეზამის მარცვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!