Category Archives: კულინარული არტი

ბოსტნეულ-არტი კარლ კლეინერისაგან

carlkleinerartfriday

შვედი ფოტოხელოვანი კარლ ქლეინერი (Carl Kleiner) ხილისა და ბოსტნეულისგან საინტერესო კომპოზიციებსა და თითქმის მულტიპლიკაციურ პერსონაჟებს ქმნის. იგი კარგად წარმოაჩენს როგორც მუქ, მკვეთრ ფერებს, ისე ნაზ პასტელის ტონებს.

11carlkleinerartfriday

კარლ ქლეინერი სტოკჰოლმში ცხოვრობს და ნატურმორტების ფოტოგრაფირება მისი მთავარი საქმიანობაა. მდიდარი ფანტაზიის წყალობით მისი ნამუშევრები ყოველთვის დახვეწილი და მახვილგონივრულია.

10carlkleinerartfriday

თავის საიტზე ქლეინერს ასევე წარმოდგენილი აქვს ფოტოდღიური, სადაც განთავსებულია არა მხოლოდ ნატურმორტები, არამედ პორტრეტები და სარეკლამო ფოტოებიც.

დაათვალიერეთ ასევე იდა სკივენესისა და შეი აარონის ნამუშევრები ;)

კარლ ქლეინერის პერსონაჟები:

9carlkleinerartfriday8carlkleinerartfriday7carlkleinerartfriday6carlkleinerartfriday5carlkleinerartfriday3carlkleinerartfriday1carlkleinerartfriday

სენდვიჩ-არტი ბრითანისა და თაისაგან

sandwichartistlowfriday8

Low-Commitment Projects-ის დიზაინერებმა თაი კიტაკარამ (Tae Kitakata) და ბრითანი პოუელმა (Brittany Powell) სენდვიჩები თანამედროვე ხელოვნების ობიექტად აქციეს.

ცხრა დახვეწილმა სენდვიჩმა მეგობრებს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. მათ შესახებ უამრავ საინფორმაციო საშუალებაში ითქვა და დაიწერა.

sandwichartistlowfriday7

თაისა და ბრითანის პრინციპია – გააკეთო ყველაფერი მცირე დროში მცირე ძალისხმევით. მათი ბუტერბროდებიც ამ ფილოსოფიას ასახავს – მარტივი, იოლად გასაკეთებელი და ლამაზი.

არტ-სენდვიჩები ბრითანისა და თაის პირველი ერთობლივი პროექტი იყო, რომელიც მათ ერთობლივ ბლოგზე lowcommitmentprojects.com დაიპოსტა და იმდენად წარმატებული გამოდგა, მეგონა თემას განავითარებდნენ და სენდვიჩების ახალ სერიას წარმოადგენდნენ. თუმცა, ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ თემას არცერთი აღარ დაბრუნებია.

sandwichartistlowfriday6

ბლოგზე ახალ არტ-პროექტებს ყოველ ორშაბათ დილას მორიგეობით პოსტავენ. თემები მრავალფეროვანია, ფინგერარტით დაწყებული, ქაღალდისგან დამზადებული ტანსაცმლის ფოტოგრაფირებით დამთავრებული. პარალელურად, ბრითანის საკუთარი საიტიც აქვს (brittanypowell.com), სადაც კერამიკის ფიგურებს ყიდის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არცერთი პროექტი და პოსტი ისეთი წარმატებული არ გამხდარა, როგორიც სენდვიჩ-არტის სერია.

sandwichartistlowfriday5sandwichartistlowfriday4sandwichartistlowfriday3sandwichartistlowfriday2sandwichartistlowfriday9sandwichartistlowfriday1