Category Archives: კულინარული არტი

ჰონგ იაის არაჩვეულებრივი ფუდარტი

ჰონგ იაი (Hong Yi) მალაიზიელი არქიტექტორია, რომელიც თავისუფალ დროს ულამაზეს პეიზაჟებს უჩვეულო საგნებისგან ქმნის.

1

ნამუშევრების ბოლო კოლექცია,  რომლის შესაქმნელადაც მან საკვები პროდუქტები გამოიყენა, დიდი პოპულარობა მოიპოვა. იაის ფოტოები ათობით საიტმა და გამოცემამ გადაბეჭდა.

2

“ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროექტი იყო, რაც კი ოდესმე განმიხორციელებია – ყოველდღიურად კრეატიულობის გამოვლენის ახალი შესაძლებლობა მქონდა, ვისწავლე დაჭრა, დაკეპვა, მორევა, მოხარშვა 🙂 შეიძლება ჩემი ფოტოები სერიოზულ ნამუშევრებად არ ჩაითვალოს, თუმცა ორიგინალური და საინტერესო კი ნამდვილად არის”, – ამბობს ჰონგ იაი.

3“როდესაც პროექტის განხორციელება დავიწყე, რამდენიმე დღე მარტივ პეიზაჟებს ვაკეთებდი და საკმაოდ იოლადაც გამომდიოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გართულდა. ყოველი ახალი დღე ახალ გამოწვევებს, მეტ ოსტატობასა და კრეატიულობას მოითხოვდა”. 

4

“როდესაც რამე იდეა მომდის, აუცილებლად ვიხატავ, შემდეგ კი თეფშზე გადამაქვს. ნამუშევრებს ფოტოებს ნატურალური შუქზე ვუღებ – დაახლოებით დღის 4-5 საათისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ “საკვები ნახატები” ფოტოსესიისთვის მზად 3 საათისთვის უნდა იყოს, ამიტომ შუადღეს ისე ვფუსფუსებ სახლში, როგორც ერთი რიგითი დიასახლისი”, – ამბობს ჰონგ იაი.

5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17

კარლ უორნერის ფუდარტი

1

ლონდონელი ფოტოგრაფი კარლ უორნერი Carl Warner არაჩვეულებრივად რეალისტური პეიზაჟების შესაქმნელად სხვადასხვა საკვებ პროდუქტს იყენებს.  პურის ქერქი მის ნამუშევრებში მთებად იქცევა, კიტრი ხის ღერო, ხოლო კომბოსტო,  ბროკოლი და სხვადასხვა მწვანილი – ფოთლები. 

2

უორნერი და მისი ასისტენტები პროდუქტების ელემენტების გამოყენებით ზედმიწევნით ზუსტად აგებენ პეიზაჟის თუ შენობების სტრუქტურას – ბოსტნეულით და სხვა საკვები პროდუქტებით შექმნილი ტაჯ მაჰალი, ჩინეთის დიდი კედელი, ლონდონის ქუჩები თუ უდაბნოები არაჩვეულებრივად რეალისტურია.

3

ასევე იდეალურდაა შესრულებული ადამიანების ფიგურები – გონდოლიერიდან დაწყებული კოვბოით დასრულებული. 

დაათვალიერეთ კარლ უორნერის არაჩვეულებრივი გამოფენა ჩვენს გალერეაში:

4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 30 33