Category Archives: კომპანიები

სამზარეულოს დეკორი Neptune-სგან

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კომპანია Neptune-ს სამზარეულო და სასადილო ოთახების ახალი კოლექცია.

1

სამზარეულო და სასადილო ოთახები დიზაინის ორი სტილის – კლასიკურისა და ქანთრის ნაზავია.

3

“ნეპტუნის” კოლექცია, ტრადიციულად, ღია, მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი და  სადა, მაგრამ ფუნქციური სამზარეულოს მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი.

4

კომპანია “ნეპტუნი” 1996 წელს დაფუძნდა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პატარა ფერმის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ენთუზიასტი ავეჯსა და დეკორის ელემენტებს საკუთარი ესკიზებით თავადვე ამზადებდა. მას შემდეგ  თანამშრომელთა რიცხვი ასამდე გაიზარდა, თუმცა მუშაობის პრინციპი – კრეატიულობა, გუნდურობა და მონდომება კომპანიისთვის ისევ პრიორიტეტულია. 

13 12 11 10 9 8 7 6 5 2 19 18 17 15 16 14

Advertisements

პუნშის თასი West Elm-ისგან

z

 

ეს ლამაზი და ფუნქციური პუნშის ჭურჭელი სახელწოდებით Gem Punch Bowl, კომპანია West Elm-მა გამოუშვა.

ამერიკული კომპანია West Elm ავეჯსა და სახლის დეკორის ნივთებს აწარმოებს. კომპანიის დიზაინერთა ნამუშევრები უბრალოებისა და დახვეწილი გემოვნების ნიმუშია.

1

პუნშის ჭურჭელი, რომლის დიზაინიც თანამედროვე სტილისა და ვინტაჟის შეხამების შედეგია, შუშისგან არის დამზადებული. კომპლექტში გამჭვირვალე პლასტმასის კოვზიც შედის. 

1-1 1-2

 

 

 

West Elm-ის პუნშის თასი ყველაზე მეტად საახალწლო ინტერიერს უხდება 😉 😉

2 3