Category Archives: კვება და დიეტა

იაპონური დიეტა: 7 კილომდე 14 დღეში

14 დღის განმავლობაში იაპონური დიეტის წყალობით 6-7 კილოგრამი წონა იკარგება. მოკლე დროში ორგანიზმში დიდი ცვლილებები ხდება – რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა და  მისი სხვა რიტმზე გადაწყობა მიმდინარეობს.

დიეტის შემქმნელები გარანტიას იძლევიან, რომ შედეგი დიდხანს გაგრძელდება – მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მაინც, რა თქმა უნდა, თუ ნორმალური კვების რიტმი შენარჩუნდება. „ნორმალური“ კვების რიტმი კი დღეში ერთი ქათმის ჭამასა და სამი პურის დაყოლებას ნამდვილად არ გულისხმობს :)

პირველი დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 30 გრამი ბრინჯი, კომბოსტოს სალათი ზეთით, ტომატის წვენი ან ერთი პომიდორი;

ვახშამი: მოხარშული თევზი, კომბოსტოს სალათი ზეთით.

მეორე დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი და ერთი ნაჭერი გახუხული პური;

სადილი: მოხარშული თევზი, 30 გრამი მოხარშული ბრინჯი;

ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ერთი ჭიქა კეფირი.

მესამე დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: უმი კვერცხი და 3 დიდი მოხარშული სტაფილოს სალათი ზეთით;

ვახშამი: 2-3 ვაშლი.

მეოთხე დღე

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 100 გრამი ზეთში მოშუშული ბრინჯი და ოხრახუში, ერთი ვაშლი;

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული თევზის ხორცი, კომბოსტოს სალათი ზეთით.

მეხუთე დღე

საუზმე: ლიმნის წვენით შეზავებული უმი, გახეხილი სტაფილო;

სადილი: მოხარშული თევზი (400 გრამი), ერთი ჭიქა ტომატის წვენი;

ვახშამი: მოხარშული თევზი (200 გრამი), კომბოსტოს სალათი ზეთით.

მეექვსე დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 400 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი;

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი ზეთით.

მეშვიდე დღე

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ვაშლი.

ვახშამი: ნებისმიერი დღის ვახშმის რაციონი მესამე დღის გარდა.

მეშვიდე დღის შემდეგ გაიმეორეთ დიეტა და შემდეგ შეგიძლიათ ნორმალურად იკვებოთ 1 წლის განმავლობაში.

რამდენიმე შენიშვნა:

იმ ორი კვირის განმავლობაში (და სასურველია შემდეგაც), ივახშმეთ 7 საათამდე და შემდეგ დილამდე არაფერი ჭამოთ;

სალათებისთვის სასურველია გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი (მაქსიმუმ ნახევარი ჩაის კოვზი პორციაზე);

გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები მარილი და მთლიანად გამორიცხეთ შაქარი!

თაფლი – ფარაონების საკვები

პალეონტოლოგიურმა და არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ფუტკრები პირველყოფილი ადამიანის გაჩენამდე მილიონობით წლით ადრე არსებობდნენ.

honey-3

უძველესი კულტურის ძეგლების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველყოფილი ადამიანი მოიპოვებდა თაფლს, როგორც გემრიელ და ნოყიერ საჭმელს. ყველაზე ძველი ძეგლი, რომელიც ადამიანის მიერ თაფლის მოპოვებას ასახავს, ვალენსიასთან (ესპანეთი) ახლოს იპოვეს და ის ქვის ხანას ეკუთვნის. ქვაზე შემონახულია ფუტკრებდახვეული ადამიანის გამოსახულება, რომელიც თაფლს მოიპოვებს. ეგვიპტურ პირამიდებში ინახება ცნობები თაფლის, როგორც საკვები და სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ.

honey-6

3500 წლის წინ დაწერილ, ყველაზე ძველ სამედიცინო პაპირუსშიც აღნიშნულია, რომ სასარგებლოა თაფლის გამოყენება ჭრილობების სამკურნალოდ, „რათა შარდის გაშვება გამოიწვიოს“ და „კუჭის შესამსუბუქებელhoney-5საშუალებად“. ამავე პაპირუსში აღწერილია შინაგანი დაავადებები (სიმსივნის განსაკუთრებული ფორმების), რომელთა მკურნალობისას თაფლი და თაფლიანი საფენები გამოიყენებოდა. სხვა ძველეგვიპტურ სამედიცინო პაპირუსში თაფლით ჭრილობების მკურნალობის შესახებ ბევრი საინტერესო ცნობაა მოცემული.

თაფლის მომპოვებელი ცალკე ხელობაც იყო. ისინი იცავდნენ მსხვილ, ფუღუროებიან ხეებს ან თავად თხრიდნენ ფუღუროს, რათა ფუტკრებისთვის თაფლის შესაგროვებელი ადგილი მიეცათ. თაფლის მომპოვებელს უნდა შეძლებოდა მაღალ ხეებზე ცოცვა, ფუტკრებთან „კეთილმეზობლური ურთიერთობის“ შენარჩუნება და მათი ჩვევებიც კარგად უნდა ცოდნოდა.

უძველესი მოაზროვნეები თაფლის შესახებ

უძველეს საბერძნეთში თაფლი ბუნების უძვირფასეს საჩუქრად მიიჩნეოდა. ბერძნებს სჯეროდათ, რომ მათი ღმერთები უკვდავებას ამბროზიის – თაფლის შემცველი ღმერთთა საკვების მიღებით აღწევდნენ. ისინი ღმერთებს თაფლწასმულ ხილს სწირავდნენ.

homer-iliada-odissey

დაახლოებით 3000 წლის წინ ჰომეროსი თაფლის შესანიშნავ თვისებებს „ილიადასა“ და „ოდისეაში“ უმღეროდა. იგი „ილიადაში“ დაწვრილებით აღწერს, როგორ ამზადებდა აგომედა ბერძენი მეომრებისთვის გამაგრილებელ სასმელს –

honey-2

კიკეონს. მათემატიკის მამა პითაგორა ამტკიცებდა, რომ ღრმა სიბერეს – 90 წელს თაფლის უხვად მიღების წყალობით მიაღწია.

უდიდესმა ფილოსოფოსმა დემოკრიტემაც, რომელიც საკვებად თაფლს იღებდა, ხანგრძლივი სიცოცხლე განვლო. ხოლო კითხვაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, დემოკრიტე ჩვეულებრივ პასუხობდა: „ამისთვის შიგნეული თაფლით, ზედაპირი კი ზეთით უნდა განოყივრდეს“.

გენიალური ექიმი და მოაზროვნე, რომელიც დაახლოებით 2500 წლის წინ ცხოვრობდა, თაფლს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ წარმატებით იყენებდა, თავად კი საკვების სახით იღებდა. ექიმი ამბობდა: „სხვა საკვებთან ერთად მიღებული თაფლი ნოყიერია და სახის კანს კარგ ფერს აძლევს“. ლეგენდა გვიამბობს, რომ ჰიპოკრატეს საფლავზე დასახლდა ფუტკრების ოჯახი, რომლებიც განსაკუთრებული ხარისხის თაფლს ამზადებდნენ. ამან თითქოს თაფლით განკურნების იმედით აღვსებული ხალხის მასობრივი მსვლელობები გამოიწვია ჰიპოკრატეს საფლავისკენ.

hippocrates-tomb-Lar

არისტოტელე ამტკიცებდა, რომ თაფლს რაღაც განსაკუთრებული თვისებები აქვს, რაც ჯანმრთელობის გაძლიერებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

Julius-Ceasarიულიუს ცეზარმა სენატორ პუბლიუს რუთილიუსთან რუფუსთან სადილზე ყოფნისას, რომელზეც ეს უკანასკნელი 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა, კითხა მასპინძელს, რა საშუალებას იყენებდა სხეულისა და სულიერი ძალების შესანარჩუნებლად და პასუხად მიიღო: „შიგნით თაფლი, გარეთ ზეთი“.

სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის თაფლის საკვებად გამოყენებას ავიცენაც ქადაგებდა. იგი ამბობდა: „თუ ახალგაზრდობის შენარჩუნება გინდა, აუცილებლად ჭამე თაფლი“. ავიცენა მიიჩნევდა, რომ 45 წლის ასაკის ზევით აუცილებელია თაფლის სისტემატური მიღება, განსაკუთრებით ბევრი ცხიმების შემცველ, დანაყილ ბერძნულ კაკალთან ერთად.

უძველესი ინდუსები თაფლს მრავალ სხვადასხვა სამკურნალო თვისებას მიაწერდნენ. მათი წამალი „ალტერანტია“, რომელიც ადამიანს „სიამოვნებას ანიჭებდა“ და „ახალგაზრდობას უნარჩუნებდა“, ძირითადად თაფლისგან იყო მომზადებული.

მომწამლავი ან „მათრობელა“ თაფლი

ძველი ბერძენი სარდალი და მწერალი ქსენოფონტე ათენელი მცირე აზიიდან ბერძენი მეომრების უკანდახევის შესახებ წერისას დაწვრილებით ჩერდება ეპიზოდზე, რომელშიც კოლხიდაში თაფლის ჭამამ ჯარისკაცები ავად გახადა.Xenophon-of-Athens

„ირგვლივ უჩვეულოდ ბევრი ფუტკრის სკა იდგა, ჯარისკაცები, რომლებიც ფიჭის თაფლს ჭამდნენ, გონებას კარგავდნენ, გულისრევა და ფაღარათი ეწყებოდათ; ფეხზე ერთი მათგანიც ვერ გაჩერდა. ვინც ბევრი ჭამა, გიჟებივით იყვნენ, რამდენიმე მეომარი კი სიკვდილის პირას იყო. მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ არავინ მომკვდარა და ავადმყოფები ზუსტად იმ საათს მოვიდნენ გონს, რომელზეც წინა დღეს თავი ცუდად იგრძნეს. მესამე და მეოთხე დღეს ისინი ფეხზეც წამოდგნენ, მხოლოდ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ბევრი წამალი დაელიათ“.

1877 წელს შხამიანი თაფლი ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოაჩინეს, სწორედ იმ ადგილების ახლოს, სადაც ზემოთ აღწერილი შემთხვევა მოხდა. ამ რაიონის მეფუტკრეები იძულებულნი იყვნენ, მხოლოდ ცვილი გამოეყენებინათ, რადგან ამ თაფლის საკვებად მიღება თავბრუსხვევას, გულისრევას და სიმთვრალის მსგავს შეგრძნებებს იწვევდა.

თაფლის შხამიან თვისებებს ამ ადგილებში მოყვავილე დიდი ოდენობით დეკას (როდოდენდრონი) მიაწერდნენ, რომლის ნექტარშიც გლუკოზიდ ანდრომედოტოქსინი იქნა აღმოჩენილი.

Rhododendron

მაქსიმ გორკი „ადამიანის დაბადებაში“ წერდა:

„ძველი წიფლებისა და ცაცხვის ფუღუროებში შეიძლება მათრობელა თაფლის პოვნა, რომელმაც უძველეს დროში კინაღამ დაღუპა დიადი პომპეუსის მეომრები, თავისი მათრობელა სიტკბოებით მოცელა რკინის რომაელების მთელი რეგიონი. ფუტკრები მას დაფნისა და იელის ყვავილებისგან აკეთებენ“.

honey-7კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზოგიერთი შხამიანი მცენარიდან ფუტკრებს მომწამვლელი ნივთიერებები თაფლში გადააქვთ. დადგენილია, რომ იელის, აკონიტის, ანდრომედასა და ზოგიერთი სხვა მცენარის ნექტარისგან დამზადებულ თაფლს მომწამლავი თვისებები აქვს. თავად ფუტკრებს კი ამ შხამიანი თაფლისგან ზიანი არ ადგებათ.

შხამიან თაფლს მათრობელა თაფლსაც ეძახიან, რადგან მისი ჭამის შემდეგ ადამიანს თავბრუსხვევა, გულისრევა, კრუნჩხვები ეწყება და გარეგნულად მთვრალს გავს.

ლიტერატურაში მოხსენიებულია შემთხვევებიც, როცა შხამიანი მცენარეების – ლენცოფას, ფუტკარას, ოლეანდრისა და სხვების ნექტარისგან დამზადებული თაფლი ადამიანებისთვის სრულიად უვნებელი აღმოჩენილა.

honey-8