Category Archives: ზღვის პროდუქტები

ბენტოს სახეობები

cooking-bento

ტრადიციულად, იაპონური ფუდარტი – ბენტო მზადდება შემდეგი პროპორციებით 4:3:2:1. ანუ 4 წილ ბრინჯზე იღებენ 3 წილ ხორცს ან თევზს, 2 წილ ბოსტნეულსა და 1 წილ მწნილს  სანელებლებთან ერთად. მოხარშული ბრინჯი ყუთში მოთავსებამდე კარგად უნდა გაცივდეს და გაშრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყუთში დაგროვილი ორთქლი საკვებს არაესთეტიკურსა და უგემურს გახდის. სასურველია, სოუსი პატარა კონტეინერში ცალკე იყოს მოთავსებული. თუ ბენტოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სუშია, ის ჩვეულებრივზე მეტი ვასაბით უნდა იყოს მომზადებული.

ბენტოს სახეობები:

ტიუკა ბენტო (იაპონურად 中華弁当) – ამ ტიპის ბენტოსთვის ჩინურ კერძებს იყენებენ.

1tiuka-bento

კამამესი ბენტო (იაპონურად 釜飯弁当) – იყიდება რკინიგზის სადგურებზე ნაგანოს პრეფექტურაში. გამთბარი ბენტო მოთავსებულია თიხის ქოთნებში. ხშირად თიხის ქოთნებს სუვენირად იტოვებენ.

2kamamesi-bento

მაკუნო-უტი ბენტო (იაპონურად 幕の内弁当) – კლასიკური ბენტო, რომელიც შედგება ბრინჯისა და ნებისმიერი სხვა პროდუქტისგან (შეწვარი თევზი, მოხარშული კვერცხი, ქლიავის მარინადი და სხვ.)

Exif_JPEG_PICTURE

ნორიბენი ბენტო (იაპონურად 海苔弁) – უმარტივესი ბენტო ბრინჯითა და საკვები წყალმცენარეებით.

4noribeni-bento

საკე ბენტო (იაპონურად 鮭弁当) – მარტივი ბენტო ბრინჯითა და ორაგულით.

5sake-bento

სიდასი ბენტო (იაპონურად 仕出し弁当) – მზადდება რესტორნებში და მიაქვთ შემკვეთებისთვის. ასეთ ბენტოს ხშირად მიირთმევენ შეკრებებზე. შეიცავს ტემპურას (თევზი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული), ბრინჯსა და მარინადს.

6sidasi-bento

სუსიძუმე (იაპონურად 鮨詰め) – ბენტოს სახით შეფუთული სუში.

7susidzume-bento

ტორიბენი (იაპონურად 鶏弁) – ბენტო ქათმის ხორცით.

8toribeni-bento

ძუკუბენი (იაპონურად 塾弁)- სკოლის მოსწავლის ბენტო.

9dzukubeni-bento

ჩარაბენი (იაპონურად キャラ弁) – ბენტო, რომელზეც გამოსახულია ადამიანის ან ცხოველის ფიგურა ან სახე.

10charabeni-bento

ჰაიაბენი (იაპონურად 早弁) – სიტყვასიტყვით ითარგნება, როგორც სწრაფი ბენტო. განკუთვნილია საუზმესა და სადილს შორის მონაკვეთში მისართმევად.

11hiabeni-bento

ჰოკაბენი (იაპონურად ホカ弁) – ასე ეძახიან ბენტოს ნებისმიერ ტიპს, როცა ის მომხმარებელთან ადგილზე მიტანის სერვისს – ჰოკა-ჰოკა თეის მიაქვს.

12hokabeni-bento

რეიტო მიკანი (იაპონურად 冷凍ミカン) – გაყინული მანდარინი, რომელიც რკინიგზის სადგურებზე ეკიბენთან ერთად იყიდება.

13reitomikani-bento

ჰინომარუ ბენტო (იაპონურად 日の丸弁当) – როცა მოხარშულ თეთრ ბრინჯზე დევს წითელი სტაფილოს მრგვალი ნაჭერი ან დამწნილებული ქლიავი – უმე. ამ ტიპის ბენტო მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და დასახელება იაპონური დროშისგან – ჰინომარუსგან მიიღო.

14hinomaru-bento

თევზი პომიდვრით

123-fish-with-tomatoes

ინგრედიენტები:

  • 500 გრ. თევზის ფილე
  • 300 გრ. პომიდორი
  • 200 გრ. გახეხილი ან ძალიან თხლად დაჭრილი ყველი (სასურველია პარმეზანი)
  • 1 ს.კ. ტომატი
  • 2 ს.კ. კეტჩუპი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3-4 ღერი მწვანე ხახვი
  • მარილი
  • შაქარი
  • შავი პილპილი.

მარინადი:

1 ს.კ. ტომატი თითო სუფრის კოვზ მარილსა და შაქართან ერთად გახსენით 1 ლ. წყალში. ჩაალაგეთ ხსნარში თევზის ნაჭრები და გააჩერეთ ნახევარი საათი.

მომზადება:

თევზი დაჭერით პატარა ნაჭრებად.

პომიდორი დაჭერით მრგვალ, თხელ ნაჭრებად.

ნიორი დანაყეთ, ყველი დახეხეთ და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.

ცხელ, ცეცხლგამძლე ფორმაზე მოასხით 2-3 კოვზი ზეთი. დააწყვეთ თევზის ნაჭრები, ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ფირფიტები, მოაყარეთ ცოტა მარილი და წაუსვით ტომატის პასტა (ან კეტჩუპი).

ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი, შავი პილპილი და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე.

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

1-fish-with-tomatoes2-fish-with-tomatoes3-fish-with-tomatoes

სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ პიურეს გარნირთან ერთად.

ბოლო და მთავარი ინსტრუქცია: გემრიელად მიირთვით :)