Category Archives: ზღვის პროდუქტები

თევზი კარტოფილით

9

ინგრედიენტები:

  • 500 გ თევზის ფილე
  • 800 გ კარტოფილი
  • 2 დიდი პომიდორი
  • 350 გრამი ყველი
  • 2 თავი ხახვი
  • 70 გ მაიონეზი
  • ზეთი
  • 30 გ კარაქი
  • შავი პილპილი
  • მარილი
  • ოხრახუში და “ჩერი” გასაფორმებლად

მომზადება:

თევზის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთი.

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით თხელ, მრგვალ  ნაჭრებად.

მოასხით ზეთი საცხობ ფორმაზე და დააწყვეთ კარტოფილის ნახევარი, მოაყარეთ ცოტა მარილი და შავი პილპილი. ზემოდან დაალაგეთ თევზი ისე, რომ კარტოფილი მთლიანად დაიფაროს.

შემდეგი ფენაა ასევე თხელ, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი. პომიდორსაც მოაყარეთ მარილი და პილპილი, ალყა ალყად დაჭრილი ხახვი.

მორიგი ფენა ისევ კარტოფილი იქნება (პლუს მარილი და პილპილი).

კარტოფილზე რამდენიმე ადგილად დაალაგეთ კარაქის თხელი ნაჭრები, გადაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

დეკორისთვის გამოიყენეთ მწვანილი და პომიდორი “ჩერი”.

გემრიელად მიირთვით! 

თევზის ბურთულები

74ინგრედიენტები:

  • 400 გ თევზი
  • 250 გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • 50 გ ოხრახუში
  • 4 კვერცხი
  • პილპილი
  • ჯავზი (დანის წვერით)
  • სიმინდის ფქვილი
  • ზეთი

მომზადება:

კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ თევზიც. ორივე შეაგრილეთ.

კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე. თევზი დაჭერით ან გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი და კიდევ უფრო წვრილად – ოხრახუში.

ყველა ეს ინგრედიენტი ჩაყარეთ ერთ ჯამში, დაამატეთ კვერცხი, ჯავზი (დანის წვერით), მარილი, ლიმონის წვენი, პილპილი და კარგად აურიეთ.

გააკეთეთ ბურთულები, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და პორციებად შეწვით ადუღებულ ზეთში. შეწვას 3 წუთზე მეტი არ სჭირდება. შემწვარი ბურთულები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ცხიმი მთლიანად ჩამოიწუროს.

გემრიელად მიირთვით!