6

ლობიო საქონლის ხორცით

ინგრედიენტები:

  • 300 გ ლობიო;
  • 1 კგ საქონლის ხორცი;
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 1 ს.კ. ტომატი;
  • 2 თავი ხახვი;
  • 3 კბ ნიორი;
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი;
  • მარილი;
  • 2  დაფნის ფოთოლი;
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა;
  • 1 ს.კ. ფქვილი;
  • 100 გ კარაქი.

მომზადება: 

ლობიო გარეცხეთ, მოათავსეთ ღრმა ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ და წყალი გადაღვარეთ. ისევ დაამატეთ წყალი (ამჯერად დაახლოებით 1,7 ლ), დაფნის ფოთლები, 3 კბ ნიორი (მთლიანად) და დადგით საშუალო ტემპერატურაზე. ხარშვის დროს ქვაბი ოდნავ თავმოხდილი უნდა იყოს.  ნახევარი საათის შემდეგ დაამატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი უცხიმო საქონლის ხორცი და გააგრძელეთ ხარშვა  2 საათის განმავლობაში. თუ სითხე ძალიან ჩაშრება, დაამატეთ ცოტა ადუღებული წყალი.

სანამ ხორცი და ლობიო იხარშება, დაჭერით ხახვი მსხვილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. 3-4 წუთში დაამატეთ  დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ტომატი, სოიოს სოუსი, წიწაკა, ფქვილი, კარაქი, 3 ს.კ. წყალი და გააგრძელეთ შუშვა კიდევ 5 წუთი დაბალ ტემპერატურაზე, თან მუდმივად ურიეთ.

მიღებული მასა ნელ-ნელა გადაიტანეთ ხორციან ქვაბში, კარგად მოურიეთ, შეაზავეთ მარილით, ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან. 

გემრიელად მიირთვით!

6