1-4

სოსისი კარტოფილით და პომიდვრით

ინგრედიენტები:

  • 5 სოსისი
  • 3 კარტოფილი
  • 2 პომიდორი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 1/5 ს.კ. ქონდარი
  • 1 ჩ.კ. მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
  • მარილი
  • ზეთი

მომზადება: 

სოსისი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად; პომიდორი და ხახვი დაჭერით წვრილად.

კარტოფილი დაჭერით და ნახევრად მოხარშეთ დაახლოებით 350 მლ მარილიან წყალში.

სოსისის ნაჭრები დაბრაწეთ ზეთიან ტაფაზე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და წიწაკა. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე.

როდესაც ხახვი მოიშუშება, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, ქონდარი და დანაყული ნიორი. მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან 3-4 წუთში.

პომიდვრიანი სოსისი დაუმატეთ მოხარშულ კარტოფილს და წამოადუღეთ. დაახლოებით 6-8 წუთში კერძი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!

1-4